ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით, ოთხი საყურადღებო წერტილია

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით, ოთხი საყურადღებო წერტილია

access_time2020-08-19 12:55:58

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით, საყურადღებო რჩება ოთხი წერტილი.

 

გამყრელიძის თქმით, ესაა მესტიის ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი.

 

მისივე განმარტებით, მესტიის მუნიციპალიტეტში სულ 3509 ადამიანი იქნა გამოკვლეული.

 

„ამ ეტაპზე ქვეყანაში საყურადღებო რჩება ოთხი წერტილი. პირველი მესტია, სადაც მოგეხსენებათ, რომ სერიოზული სამუშაოები ტარდება. მოგეხსენებათ, ლენჯერამდე და მესტიის ზემოთ სოფლების გახსნასთან დაკავშირებითა მიღებულია გადაწყვეტილება. მესტიის მუნიციპალიტეტში  ჩატარებულია ინტენსიური, გაფართოებული ტესტირება.  3509 ადამიანი იქნა გამოკვლეული თვითონ მუნიციციპალიტეტში ადგილზე, ხოლო 1246 არიან ის პირები, რომლებსაც მესტიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაშ.

 


აქედან გვაქვს 49 დადებითი შემთხვევა, 29 თავად მესტიის მუნიციპალიტეტში დადასტურდა და 20 კონტაქტების კვლევისას.

 

ამიტომ ცხელ წერტილად და ჩაკეტილად რჩება ლენჯერი, თუმცა 12 დღე სრულდება კარანტინის დაწესებიდან და მასიურად იქნება გატესტილი დღეს მესტიაში არსებული დაახლოებით 700 ადამიანი, ვინც კარანტინში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან, თანდათანა დაიწყება შემსუბუქების პოლიტიკა. კარგია, რომ თვითონ მესტიის მუნიციპალიტეტში ადგილზე ტესტირებისას ბოლო ოთხი დღის განმამვლობაში ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ასევე, კარგია, რომ მოსახლეობამ დამყოლობა გამოიჩინა და ვისაც მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, თბილისში და სხვა ქალაქებში, მიმართა სამედიცინო ცენტრებს, ჩაიტარეს ნებაყოფლობითი ტესტირება“.

 

მეორე ცხელი წერტილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სადაც 14 შემთხვევა გვაქვს, არ მომატებულა. საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთთან დაკავშირებით, კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული, აქედან ორი უშუალოდ თანამშრომელია. სულ არის ხუთი ინფიცირებული. დღეს გვაქვს ქობულეთის ერთი შემთხვევა, მაგრამ ის ამ კლასტერთან არ არის დაკავშირებული.

 

კლუბი ამ მომენტისთვის დაკტეილია. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნა ქობულეთში და რეგიონში ტესტირების გაფართოება პრევენციული მიზნით. გარკვეულ საყურადღებო ადგილად რჩება ისევ გარდაბანი-ყარაჯალარი. საკარანტინო ღონისძიებების მოხსნის მიუხედავად, იქ გრძელდება ტესტირება, თუმცა არ არის ისეთი დამყოლობა, როგორც გვინდა“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up