დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს „სინოფარმის“ ავტორიზაციის საკითხს განიხილავს.
როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, ჩინურმა მხარემ „სინოფარმზე“ დამატებით დოკუმენტაცია წარადგინა, რაზეც იმსჯელებენ.
„როგორც მაქვს ინფორმაცია, დღეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა, სადაც სხვადასხვა საკითხი განიხილება. მათ შორის ეს საკითხიცაა. როგორც ვიცი, ჩინურმა მხარემ დამატებითი დოკუმენტაცია წარადგინა და დღეს უნდა იყოს განხილვა. დაველოდოთ,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
IPN.GE