ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტებსა და ირიბ მანდატორიზმს შეეხება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტებსა და ირიბ მანდატორიზმს შეეხება

access_time2021-10-26 13:50:28

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტებსა და ირიბ მანდატორიზმს შეეხება.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ზოგიერთმა ქვეყანამ მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის ტემპი ვერ აწია, ირიბი მანდატორიზმი დააწესა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს საკოორდიანციო საბჭოს სამდივნოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელსაც სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს. ეს არის სრული პაკეტი, ე.წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებაში. ვნახოთ, გადაწყვეტილებები უნდა იყოს, ჩემს გამოსვლებში აღვნიშნე, დიახ, სავალდებულოება საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მარტივი, ამას არასდროს ვმალავდი, რომ მე, როგორც ამირან გამყრელიძე, როგორც ერთი ექიმი, ამას ვემხრობი.

ხშირად მითქვამს, რომ საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება, იქ მიიღება განხილვის და კონსენსუსის წესით შეთანხმებული გადაწყვეტილებები. გიდასტურებთ, რომ სავალდებულოება იმუნიზაციაში და აცრებში ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილებაა. წარმატებულმა ქვეყნებმა, ვინც მიიღო - რამდენიმე ქვეყანაა, ყველა არა, ძირითადად არის ე.წ. ირიბი მანდატორიზმის მექანიზმები, ანუ მწვანე პასპორტების სისტემა, რომელიც ყველა ქვეყანაში მუშაობს, ამაზე მიდის ძირითადი დისკუსია, თუ რომელი იყოს, ამ მწვანე პასპორტების რა სისტემის ჩარჩო იქნას ქვეყანაში შემოღებული.


ყველგან, რაღაც ეტაპზე, მათ შორის, ისრაელი ვაქცინაციის 58%-ზე გაჩერდა, ზემოთ ვეღარ აწია, სანამ გარკვეული დამატებითი ბერკეტები არ შემოიტანა, ზოგიერთი ქვეყანა გაჩერდა 40%-ზე და მერე შემოიტანა. ჩვენ სამწუხაროდ, 32-33%-ზე ვჩერდებით, ალბათ, ჩვენი ზღვარი იქნება ნებაყოფლობითობის, როცა ჩვენ დავდივართ სოფლებში, ვეხვეწებით, ვუხსნით, მობრძანდითო, დიდ დაწესებულებებს ვხვდებით, ვუხსნით, მათთან ერთად ვმუშაობთ, რომ აცრა თანამშრომლების დიდ ნაწილს ჰქონდეს, ზოგიერთი შიდა წახალისებებს აკეთებს, ამის ზღვარი ჩემი აზრით, 35-37%-ია მოზრდილი მოსახლეობის, რაც შეიძლება 40%-ზე ავიდეს. იმის ზემოთ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანა. ირიბი მანდატორიზმის მექანიზმებია - სად უნდა იმუშაოს, თუ ორჯერ არ არის აცრილი, ბოლო 72 საათში უარყოფითი PCR, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი დაავადება, თუ ეს აღნიშნული არ არის თქვენს ელექტრონულ ბარათში, ან ქაღალდზე, ისე შეიძლება ზოგიერთი შეზღუდული იყოს. ეს არის ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმი, ეს არ არის მანდატორი, ეს არ არის სავალდებულო, ყველაფერზე ვერ დავკონკრეტდები. ჩვენ, იცით, რომ ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ, მეტს ვითხოვთ ექიმები და შემდეგ საბჭო, რომელიც მულტისექტორულია, ითვალისწინებს ყველა უწყების ინტერესს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up