დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცესკო-სთან ერთად მუშავდება შესაბამისი პროტოკოლი, თუ როგორც შეძლებენ COVID19-ით ინფიცირებული მოქალაქეები ხმის მიცემას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
„ხმის მიცემის უფლება, ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ცესკოსთან ერთად, რომ ამ ადამიანებმა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო ჩვენ, ინფიცირებულ ახალგაზრდას საშუალება მივეცით, რომ გამოცდა ჩაებარებინა და ის სტუდენტი გახდა. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ პროტოკოლი ცესკოს-თან ერთად მუშავდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
IPN.GE