ამირან გამყრელიძის განცხადებით, 25 ოქტომბერს ქვეყანაში გრიპის დამატებით 77 ათასი ვაქცინა შემოვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 25 ოქტომბერს ქვეყანაში გრიპის დამატებით 77 ათასი ვაქცინა შემოვა

access_time2020-10-22 17:00:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ქვეყანაში გრიპის ვირუსის შემთხვევები ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაფიქსირდება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კვირას, 25 ოქტომბერს ქვეყანაში შემოვა გრიპის დამატებით 77 ათასი ვაქცინა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილდება.

ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, ნოემბრის 3-4 რიცხვში შემოვა გრიპის ვაქცინის კიდევ 10 ათასი დამატებითი დოზა, რაც სახელმწიფომ შეიძინა, ხოლო ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ 23 ათასი.

ამირან გამყრელიძის ცნობით, კერძო სექტორსაც ექნება დამატებით 40 ათასი დოზა.

„ჩვენ უკვე 3 კვირაა, დავიწყეთ გრიპისა და რესპირაციული ვირუსების მონიტორინგი. ცირკულაციაში ჩანს ჯერჯერობით რინოვირუსი და თავისთავად კოვიდი. ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, ველით, რომ ალბათ, ნოემბრის შუა რიცხვებიდან იქნება. პირველი პარტია, 25 ათასი ვაქცინა შემოვიტანეთ. დიდი რისკ ჯგუფებიდან ავარჩიეთ პირველი მაღალი რისკ ჯგფუფები, როგორიც გახლავთ ორსულები, ბაღის აღმზრდელები, შიდსით ინფიცირებულები, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი ადამიანები, მოხუცთა და ბავშვთა სახლები. ვაქცინა განაწილებულია და ყველა მუნიპალიტეტში არის, მაგრამ სამწუხაროდ, 10 დღეზე მეტი გავიდა და აცრილია დღეისთვის მხოლოდ 5 ათასი ადამიანი.

კვირას, გვიან ჩამოვა კიდევ გრიპის დამატებით 77 ათასი ვაქცინის დოზა, 4 კომპონენტიანი, რომელიც განაწილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ოთხშაბათისთვის თბილისშიც განაწილდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილება დამთავრდება ორშაბათსა და სამშაბათს. უკვე დიდი რისკ ჯგფუფები აიცრებიან, ესენია არიან 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც აქვს გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, დაიაბეტი, სამედიცინო პერსონალი და დაიწყება ამ კონტინგენტის აცრა. თვის ბოლოს, ნოემბრის 3-4 რიცხვში შემოვა კიდევ 10 ათასი დამატებითი დოზა, რაც სახელმწიფომ შეიძინა, ხოლო ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ 23 ათასი დოზა. გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია კერძო სექტორიდან, რომ მათ ექნებათ დამატებით 40 ათასი დოზა, ამიტომ, ვფიქრობ, ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის თვე იქნება აქტიური გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პერიოდი, თუმცა გრიპზე აცრა შეიძლება მთელი სეზონის განმავლობაში“,-განაცხადა გამყრელიძემ.



IPN.GE 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up