„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

access_time2020-10-21 11:00:29

ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები. მოსახლეობა კი საფრთხის ქვეშაა, რადგან შესაძლებელია COVID პოზიტიური დაუდგენელი შემთხვევები ეპიდემიის გავრცელებას უწყობდეს ხელს.

 

ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ქაოსური პროცესების შესახებ ინფორმაცია აქვთ როგორც პოლიტიკოსებს, ასევე სფეროს ექსპერტებსაც. გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი, გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას ვერ მართავს. მისი თქმით, უკვე სერიოზული პრობლემების წინაშე დგას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.

 

„პირველი რგოლი, რომელზეც დარტყმა მოდის არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. ვისაც ევალება სასწრაფოს გამოგზავნა, ტესტირება, აღრიცხვა, პაციენტების მიყვანა-მოყვანა, ეს რგოლი კარგად არის ორგანიზებული. პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ის არის, რომ ადამიანები სასწრაფოს დიდი ხანი ელოდებიან და ეს არ არის არაორგანიზებულობის ბრალი, ეს არის ამირან გამყრელიძის გადაწყვეტილების ბრალი. პირველადი რეაგირების ჯანდაცვის სისტემის რგოლი გარდატეხის პირას არის, ისინი აკეთებენ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, რესურსი ამოწურულია, თუმცა მათ ზევით მყოფი რგოლის საწინააღმდეგოდ ხმას ვერ იღებენ. ამ ხალხს აგინებენ, უკმაყოფილებას გამოხატავენ, ცუდად მოიხსენიებენ, მაშინ როცა სასწრაფო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის“, - განმარტავს გიორგი ჩალაძე.

 

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ ლაბორატორიული სისტემის და დაავადების გავრცელების მართვაზე, ერთპიროვნული მენეჯერი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრია, რომელმაც მისი თქმით, სტრატეგია შეცდომით შეიმუშავა. გიორგი ჩალაძე დეტალურად განმარტავს, თუ რატომაა არეულია ტესტის აღების და დიაგნოზის დასმის დღეები.

 

„მთელი სისტემა 24 საათიან რეჟიმზე ააწყვეს, გამყრელიძემ თქვა რომ, ანალიზის პასუხი 24 საათში უნდა გაიცეს. ეს იყო უგუნური გადაწყვეტილება. ამ კაცმა, არ დააკონკრეტა 24 საათი საიდან უნდა დაითვალოს. დადგენილებაში გაწერილია, რომ ნიმუშის აღებიდან ლაბორატორიამდე მიტანისათვის არის 24 საათი დაშვებული, ლაბორატორიაში მიტანიდან ნიმუშის ანალიზის ჩატარებამდე ლაბორატორიას აქვს კიდევ 24 საათი, ეს უკვე 48 საათი. ტესტირების დამთავრებიდან ტესტის პასუხის ატვირთვამდე ლაბორატორიას კიდევ 24 საათი აქვს. ანუ ანალიზის პასუხი აღებიდან 72 საათში გეკუთვნით და არა 24 საათში. ლაბორატორიის თანამშრომელი და კომპანიაც, რომელიც ანალიზს ატარებს, იყენებს თავისი დროის მაქსიმუმს, ეს უნდა გამოიყენონ და არ უნდა დააჩქარონ, შენი ცუდი გადაწყვეტილების გამო ხელი სხვას არ უნდა შეაწმინდო. უნდა აღიარო, რომ შეგეშალა. უკან დახევა და ბოდიშის მოხდა სისუსტის ნიშანი არ არის. მაგრამ ჩვენ ხომ შეუმცდარი ხალხი ვართ, არავინ ამბობს, რომ შეეშალა და ყველა ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული. ხელს აწმენდენ ლაბორატორიებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ნიმუშებს იღებენ“, აცხადებს გიორგი ჩალაძე.

 


კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც გიორგი ჩალაძე ყურადღებას ამახვილებს ლაბორატორიების კომპეტენციაა. მისის განცხადებით სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ლაბორატორიების უმეტესობას ტესტების ჩატარების კომპეტენცია არ აქვს, რაც შემდგომში უმრავ პრობლემასთან ერთად ქმნის საფრთხეს, რომ COVID პოზიტიური დაუდგენელი შემთხვევები ეპიდემიის გავრცელებას უწყობდეს ხელს.

 

„საქართველოში რამდენიმე ლაბორატორია რომლის ნდობაც საერთოდ შეიძლება.24 ლაბორატორიას, რომ ჩამოუაროთ და ნახოთ როგორი მდგომარეობაა, მოიკითხოთ როდის დაიწყეს მუშაობა ან რა გაუკეთებიათ აქამდე საინტერესო იქნება. შეიძლება, რომ აგვისტოში, სექტემბერში ან ოქტომბერში გახსნილი ლაბორატორიები დღეში 10 ათას და 5 ათას ანალიზს ატარებდნენ ? არ შეიძლება. ესენი ატარებდნენ, არ არიან პროფესიონალები და უშვებენ შეცდომას. ბევრი ლაბორატორია მხოლოდ ფურცელზეა, იღებენ ნიმუშებს და ამ ნიმუშებს დიდ ლაბორატორიებში აგზავნიან. მაგალითად, თქვენ რომ გააკეთოთ ლაბორატორია, ის მიიღებს 500 ნიმუშს იქედან გამომდინარე, რომ მას არაფრის თავი არ აქვს გარდა იმისა, რომ ფურცელზე დაარეგისტრირა 500 ნიმუშის მიღება, თქვენი მძღოლი მოდის ჩემთან ანალიზის ჩასატარებლად, მე ვიბარებ და გიგზავნით თქვენ პასუხებს, რომელსაც თქვენ აგზავნით პაციენტთან, როგორც თქვენს პასუხს. შეცდომის დაშვების რისკი რამხელაა? დიდია და ასეც ხდება“, - ამბობს გიორგი ჩალაძე.

 

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ პანდემიას ამირან გამყრელიძე ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მართავს. გიორგი ჩალაძის განმარტებით, პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ პროცესი პირადად გამყრელიძეს ჩააბარა და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი და მისი გადაწყვეტილებები ხელშეუხებელია.

 

„მთავრობის წევრებმა, რომელი  ტესტია უკეთესი ან ზოგადად ტესტების სპეციფიკა როგორია, არ უნდა იცოდნენ, პროცესი გამყრელიძემ უნდა მართოს. მათი დამოკიდებულებაც ასეთია - ტესტირება გამყრელიძის თემაა. რას ნიშნავს „ტესტირება გამყრელიძის თემაა“- მე არ ვიცი. იგი არ ექვემდებარება მინისტრს და პრემიერმინისტრს, ის პირდაპირ ეკონტაქტება და ექვემდებარება ბიძინა ივანიშვილს. მხოლოდ მასთან აქვს კონტაქტი და ყველა მისი გადაწყვეტილება, პირველი ეტაპიდან ბიძინა ივანიშვილის მიერაა მხარდაჭერილი. ერთხელ ითქვა, რომ ეს თემა ამირანს ჩაბარდებოდა და იმის შემდეგ, ეს თემა ამირანზეა ჩაბარებული. არავინ  ამბობს არაფერს, რადგან პროცესს ერთპიროვნულად ამირანი მართავს. ის არის სახე დაავადებასთან ბრძოლაში და მას კბილებით დაიცავენ. თუმცა, ჩემი ინფორმაციით არჩევნების მერე, მას ნელ-ნელა უკანა პლანზე გადავიყვანენ თბილ, კომფორტულ გარემოში. მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ საქართველო წარმატებით გაუმკლავდებოდა კორონავირუსს. მერე რა თუ კი, რამდენიმე მილიონი იშოვა. არაუშავს, ამით ქვეყანა არ დაქცეულა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები გაღატაკდნენ, მაშინ, როცა ამირან გამყრელიძემ მილიონები იშოვა არალეგალური გზით, ქართველი მშიერი ოჯახების ხარჯზე“,  განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

 

გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს. იგი ამბობს, რომ ტესტები მსოფლიო ბანკისგან ნასესხები ფულით არის შეძენილი, რაშიც საქართველოს მთავრობამ ათობით მილიონი ლარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების წესით, საბაზრო ღირებულებაზე ოთხჯერ მეტი გადაიხადა. მისივე თქმით ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. იგი პირდაპირ ამირან გამყრელიძეს ადებს ხელს, რომ მან საქართველოს ბიუჯეტში ათობით მილიონი ლარის ნასესხები ფული კორუფციული გზით მიითვისა.

 

„არ მაქვს პირადი ინტერესი, რომ ვიღაცას ვებრძოლო. ჩემი ინტერესი არის ის, რომ ჩვენი მომავლის ფული არ შეჭამონ. არ მინდა ჩემი ფული ამირან გამყრელიძის სახლის მშენებლობაში გადავიხადო. არ მინდა ამირან გამყრელიძეს ყოველდღე ახალი მანქანით სამსახურში სიარული დავუფინანსო და არ მინდა, ამირან გამყრელიძის უგუნური გადაწყვეტილების გამო ჩემი ოჯახი დაზარალდეს და დასნეულდეს. გამოსავალი არის პროფესიონალებისთვის მოსმენა. ოღონდ ამ პროფესიონალებში მარტო მე არ ვიგულისხმები, დიდი ხნის განმავლობაში ვხედავთ  ტელევიზიების მიღმა ბევრ ლაბორატორიას, რომლებიც ხმას ვერ იღებენ, იმიტომ, რომ ამირან გამყრელიძის ჯგუფი, მისი მოადგილე, ალექსანდრე ტურძელაძე, მათ ფინანსური სანქციებითა და პოლიციით ემუქრება. თუკი ილაპარაკებენ, ის დაფინანსებას შეუწყვეტს, ან არ მისცემს 4-5 თვის ასანაზღაურებელ თანხას, რაც კრიზისს გამოიწვევს. მე არც ერთ სახელმწიფო პროგრამაში არ ვარ ჩართული, არც მომავალში ვაპირებ ჩართვას, ჩემი ლაბორატორია არის ჩემს კერძო ფინანსებზე დაფუძნებული, ჩემი გადაწყვეტილებით და იდეით, რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი ლაბორატორია, ალტერნატიული, მაღალი დონის სივრცე. ნულიდან და არა ბიუჯეტის ხარჯზე აღმოცენებული. ჩემი კომპანია მუშაობს თავისი გადაწყვეტილებებით, ისე როგორც მე და ჩემს პარტნიორს მიგვაჩნია. არ გვჭირდება სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა,იმისთვის რომ მაღალი დონის ბიზნესი ვაკეთოთ. სხვა ლაბორატორიები იმიტომ შეიქმნენ, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი აეთვისებინათ, ისინი არიან სახელმწიფო დაკვეთის მომსახურე ორგანიზაციები, თუ მოიქცევიან ცუდად, დაისჯებიან. ჩვენი ლაბორატორია არ ექვემდებარება არაფერს, არანაირ ფინანსური სანქციის შიში არ გვაქვს, კომპანია გამართულია, შემოწმებულია აუდიტორის მიერ და არცერთ ეტაპზე ჩვენ სიმართლის თქმის არ გვეშინია, იმიტომ რომ ჩვენი მართვის ბერკეტი არ აქვთ“, აცხადებს გიორგი ჩალაძე.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრს გიორგი ჩალაძე მონაცემებით მანიპულაციაშიც ადანაშაულებს, მისი თქმით,  კოვიდ სტატისტიკა რომელიც ბოლო დღეებში ქვეყნდება ტყუილია. გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ იმისთვის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული პანდემია სწორად იმართოს ამირან გამყრელიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

 

„გამოსავალი არის ამირან გამყრელიძის პოსტიდან ჩამოცილება, ასევე მან შესყიდვებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია უნდა გაასაჯაროვოს, სად წავიდა მსოფლიო ბანკის მიერ მოცემული 80 მილიონი დოლარი, რაში დაიხარჯა, რომელ კომპანიებში გადაირიცხა და რამდენად  ყიდულობს ეს სახელმწიფო რუსული დისტრიბუტორისგან ტესტებს. რამდენი ტესტი გვაქვს ახლა და რა პერიოდშია ნაყიდი. მაშინ, როცა საქართველოში დღეში 5 და 7 ათასი ანალიზი ფიქსირდებოდა, საქართველოში არ იყო შესაბამისი რაოდენობის სახარჯი მასალა, არ იყო ტესტი, და არ იყო ტექნოლოგიები, რომ 5 ათასი ანალიზი ჩატარებულიყო. ამ დროს ხდებოდა ციფრებით მანიპულირება, ეს ანალიზები მხოლოდ ფურცელზე ტარდებოდა, რა დროსაც ბიუჯეტიდან ხდებოდა თანხის მითვისება. ლაბორატორია x წერდა,რომ მან ჩაატარა 1000 ანალიზი და მას ეკუთვნოდა ათასი ანალიზის ანაზღაურება, სინამდვილეში 100 ანალიზს ატარებდა და 100- ის ანალიზის ანაზღაურება ეკუთვნოდა, მაგრამ აქ იყო ბატონი ამირანის ინტერესები და მასთან მიდიოდა 1000 ანალიზის ფული. მე არ ვიცი სად მიდიოდა ეს თანხა, არის მოსაზრებები,რომ პარტიაში მიდიოდა, თუმცა ამირან გამყრელიძესთან, რომ მიდიოდა ეს ფული და ხელს რომ აფარებდა, ეს ვიცი. ეს კაცი არის ცნობილი კორუფციონისტი შევარდნაძის მთავრობიდან მოყოლებული, მან კარგად იცის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფული როგორ იშოვოს. ერთადერთი რაც მან ნამდვილად იცის და რაშიც კვალიფიციურია, არის ჩვენი კუთვნილი თანხის მოპარვა. რამდენად ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენი მუშკეტერი არის ბიუჯეტის ქურდი“, - ამბობს გიორგი ჩალაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up