ღამის საათებში კომენდანტის საათს ძალიან დიდი აზრი აქვს, ის მობილობას სერიოზულად აგდებს და მობილობის დაგდება კი პანდემიებთან და ეპიდემიებთან ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი იარაღია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა, რომ არ იყოს შაბათ-კვირას რესტორნები დაკეტილი და ღამე კომენდანტის საათი, ძალიან სწრაფი ნახტომები გვექნებოდა.
„ღამის საათებში კომენდანტის საათს ძალიან დიდი აზრი აქვს, ის მობილობას სერიოზულად აგდებს, მობილობის დაგდება კი პანდემიებთან და ეპიდემიებთან ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი იარაღია.
თუ შეადარებთ როგორი დინამიკა და ნახტომები გვქონდა ოქტომბერში, როცა არანაირი რეგულაცია არ იყო, იცით, რომ ნოემბრის ბოლოს დაწესდა ეს რეგულაციები და ისიც იცით, თუ რატომ არ დაწესდა მანამდე, მაშინ გვქონდა სერიოზული ნახტომები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
imedinews.ge