ყველაზე დიდი სისტემური მიმოხილვა ჩინელებმა გააკეთეს,ამ 10 დღის წინ გამოქვეყნდა, ყოველკვირეული ჟურნალია ამერიკის სამედიცინო ასოციაციის, სადაც არის ანალიზი დაახლოებით 70 000 შემთხვევის. ამ მონაცემებით, 20 წლამდე სიკვდილიანობა არ არის დაფიქსირებული. შემთხვევათა 80 პროცენტში სიკვდილიანობა არის 60 წლის ზემო ასაკში და დაღუპულთა 50 %-ს ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, ზოგადად სიკვდილიანობის მაჩენებელი 2.3 %-ია.
,,ყველაზე დიდი სისტემური მიმოხილვა ჩინელებმა გააკეთეს,ამ 10 დღის წინ გამოქვეყნდა, ყოველკვირეული ჟურნალია ამერიკის სამედიცინო ასოციაციის, სადაც არის ანალიზი დაახლოებით 70 000 შემთხვევის. ამ მონაცემებით, 20 წლამდე სიკვდილიანობა არ არის დაფიქსირებული, მედიანა სადღაც სიკვდილიანობის არის სადღაც 49 წლის ასაკის. შემთხვევათა 80 პროცენტში სიკვდილიანობა არის 60 წლის ზემო ასაკში და დაღუპულთა 50 %-ს ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სიმსივნეები, დიაბეტი და ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადებები ასთმა და სიობიდი. ზოგადი სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 2.3 % ბოლო მონაცემებით, ზოგიერთ ქვეყნებში პროცენტი მაღალია, მაგალითად ირანში, ასევე იტალიაშიც უკვე მაღალია პროცენტი სიკვდილიანობის, მაგრამ ჩინეთში სადაც 80 000 - მდე დადასტურებული შემთხვევაა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის 2.3 % და ეს არის ძირითადად 60 წლის ზემოთ.