ამირან გამყრელიძე ვაქცინაციაზე ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე რამდენიმე კომპანიასთან

ამირან გამყრელიძე ვაქცინაციაზე ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე რამდენიმე კომპანიასთან

access_time2020-11-30 14:11:35

რაც შეეხება ვაქცინაციას, ჩვენ ვმუშაობთ COVAX პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება; ამავდროულად საბჭოს დავალებაა და ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე რამდენიმე კომპანიასთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, COVAX პლატფორმა, სადაც დაახლოებით 170 ქვეყანაა გაერთიანებული, არა კონკრეტულად ერთ ვაქცინას შეისყიდის, არამედ, შეიძენს რამდენიმე მილიარდ ვაქცინას  Oxford-ის, AstraZeneca-ს, Pfizer-ის, GlaxoSmithKline-ის და სხვა მწარმოებლებისგან, საქართველოს კი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება, ვინაიდან, წინასწარი შენატანი აქვს გაკეთებული.

 


 

„ჯერჯერობით ვაქცინაცია დააანონსეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინებს, მათ შორისაა აშშ, ბრიტანეთი, გერმანია და ასევე საფრანგეთი, რომლის ერთ-ერთი ცნობილი ფრანგული ფირმა ასევე მალე განაცხადებს ვაქცინის მზადყოფნაზე. ამ ეტაპამდე, არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული არც FDA-ის მიერ, არც ევროპის წამლის სააგენტოსა და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამას ელოდებიან ძირითადად დეკემბრის შუა რიცხვებში, 15-დან 20-მდე, თუმცა არსებობს ე.წ. დამტკიცების ფორმა ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ, ე.წ. Emergency Use - ასეთი ფორმა აქვთ FDA-ის, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლებმაც შეიძლება მისცენ ვაქცინას მწვანე გზა დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, ამიტომ შესაძლებელია ამ ქვეყნებმა დაიწყონ.



რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვმუშაობთ COVAX პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება. დაახლოებით 170 ქვეყანაა COVAX პლატფორმაში გაერთიანებული COVAX პლატფორმა შეისყიდის როგორც ვიცი რამდენიმე მილიარდ დოზას 2021 წლისთვის. შეძენილი იქნება არა კონკრეტულად ერთი ვაქცინა, არამედ Oxford-ის, AstraZeneca-სი, Pfizer-ის, GlaxoSmithKline-ის და სხვ. კარგი გადახდის პირობები გაკეთდა COVAX პლატფორმასთან, ჩვენ გადავიხადეთ 4.5 მლნ-ზე ცოტა მეტი წინასწარი შენატანი, მაგრამ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა, ანუ რასაც გიკარნახებენ იმას კი არ შემოიტან, არამედ შენით აირჩევ. დიდი ალბათობით, ჩემი გადასახედიდან, სადღაც მარტი-აპრილისთვის იქნება აეს, მაგრამ ამავდროულად საბჭოს დავალებაა და ჩვენ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე, გარდა COVAX პლატფორმისა, რამდენიმე კომპანიასთან. პარასკევსაც გვქონდა დიდი ტელეკონფერენცია AstraZeneca-სთან და Oxford-ის ვაქცინასთან ე.წ. პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი საელჩოების მეშვეობით ვმუშაობთ რამდენიმე ქვეყანასთან, მწარმოებლებთან," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ





„რესურსი იმისა, რომ ფუნქციონირება თავიდან დავიწყოთ აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი

„რესურსი იმისა, რომ  ფუნქციონირება  თავიდან  დავიწყოთ  აღარ გვაქვს„ - ოქტოპუს ფიტნეს კლუბი
access_time2021-01-27 11:00:45
„თუ გახსნის თარიღი კიდევ გაურკვევლი ვადით გადაიწევს ის მოთამაშეები ვინც დღეს ფიტნეს ბაზარზე არიან, ფუნქციონირებას უბრალოდ ვეღარ გააგრძელებენ  - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემა "კომერსანტის დილაში" ოქტოპუს ფიტნეს კლუბის დირექტორმა   გიორგი ასათიანმა ისაუბრა.  მისი განმარტებით,ის კომპანიები, რომლებიც  წლების განმავლობაში 24  საათიანი მუშაობის შედეგად  ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის და ამ ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-26 21:00:36
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.2020 წელს თიბისი ბანკმა საქართველოს ბანკზე ორჯერ მეტი მოგება მიიღო 2020 წელს ყველაზე დიდი, საბანკო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი „თიბისი“ ბანკმა მიიღო, რომელმაც 123 181 000 ლარი შეადგინა, ხოლო „საქართველოს ბანკის“ მოგება 57 109 000 ლარს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილს „კრედო “ ბანკი იკავებს,...

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“

„ბიზნესი მზად არის თავისი წილი ვალდებულება აიღოს, მთავარია, მთავრობამ ეკონომიკა გახსნას“
access_time2021-01-26 15:50:41
ბიზნეს სექტორი ეკონომიკის გახსნას ითხოვს. ივა ჭყონიას შეფასებით, ბიზნესის მრავალი სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათ არ იციან მომავალში როგორ შეიძლება ფუნქციონირება აღადგინონ. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, თუ მთავრობა მარტამდე რეგულაციების შემსუბუქების ან მოხსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს მცირე და საშუალო ბიზნესის ბევრი წარმომადგნელი გაკოტრდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯომარე ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო ვებინარი ტარდება
access_time2021-01-26 13:00:01
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის “საქართველოს კომერციული სამართლის და პრაქტიკის გაუმჯობესება” ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტის გარშემო სამდღიანი ვებინარი ტარდება.ვებინარი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) თანადაფინანსებული პროექტის...

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება

HYATT CENTRIC BOULEVARD BATUMI 2025 წელს გაიხსნება
access_time2021-01-26 14:40:19
Hyatt-ი საქართველოში სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას გეგმავს.საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ინფორმაციით, უკვე გაფორმდა შპს „ალიანს სიტისთან“ მართვის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულება ბათუმში, ზღვის სანაპიროზე , სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ის მშენებლობას ითვალისწინებს. 180-ნომრიანი სასტუმრო 2025 წლისთვის უნდა გაიხსნას. აღსანიშნავია, რომ Hyatt Centric-ის ბრენდი პირველად შემოდის საქართველოში, ევროპის მასშტაბით კი ეს...


მსგავსი სიახლეები

up