ამირან გამყრელიძემ თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების მიზეზებზე ისაუბრა. დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ შემთხვევების მატება არა რომელიმე კონკრეტულ კლასტერს, არამედ ქვეყანაში COVID-19-ის აქტიურ შიდა გავრცელებას უკავშირდება.
„თბილისში გვქონდა დიდი „ოქროს ბირჟის“ კლასტერი, რომელმაც დაახლოებით 100 ადამიანის ინფიცირება გამოიწვია და ამ 100-მა ადამიანმა მერე თავისი ოჯახის წევრი (დააინფიცირა), მაგრამ, რომ ვთქვათ, რომ თბილისში მარტო იმან მისცა სტიმული, ეგეთი არ არის. არის შიდა გავრცელება ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან საზოგადოებას კვლავ მოუწოდა ნაკლები შეხვედრებისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ.
დღეს თბილისში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
imedinews.ge