ამირან გამყრელიძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის რეკომენდაციისთვის მხოლოდ ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით ვერ ვიმსჯელებთ

ამირან გამყრელიძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის რეკომენდაციისთვის მხოლოდ ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით ვერ ვიმსჯელებთ

access_time2020-05-22 15:30:34

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვერ დაასახელებს კორონავირუსის ახალი შემთხვევების კონკრეტული რიცხვს დასახლება, რომელიც შესაძლოა გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის რეკომენდაციის საფუძველი.

 

კითხვაზე – რა ნიშნულზე უნდა შემცირდეს ვირუსის გავრცელების ინდექსი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის რეკომენდაცია გაიცეს, გამყრელიძე ამბობს, რომ ამაზე მხოლოდ ერთი ინდიკატორით არ უნდა იმსჯელონ.

 


„​მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მობილობის საშუალება.  ეს არის ავტობუსი, ეს გახლავთ მეტრო თბილისში და გადაადგილების ყველა სხვა საშუალება. ამასთან დაკავშირებით რასაც მეკითხებით, არ არსებობს რომ რაღაც ციფრი მე დაგისახელოთ. დღეს ახლა კარგი ციფრი გვაქვს მაგალითად – ორი. გუშინ წინ გვქონდა 10, 12 და ა.შ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ამ ფარგლებში, რომ ყოველდღიურად იყოს ორი, ხუთი, 10, 15 ახალი შემთხვევა, ეს არ არის დიდი პრობლემა. ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა ამის მართვას კარგად გაუძღვება და მშვენივრად გაუძღვება. მაგალითად ახლა ახალი ინფორმაცია რაც მაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყნისგან, რომ დღეს იქ იყო 320 ახალი შემთხვევა, იქ გუშინაც იყო 300-ზე მეტი შემთხვევა. ასეთი რამ არ გვინდა, რომ ჩვენთან იყოს. ამიტომ, რომ გითხრათ ახლა, ვთქვათ ერთზე გავცემთ რეკომენდაციას ან ხუთზე, ეს არის საკოორდინაციო საბჭოში ე.წ. მრავალსექტორული მსჯელობის საგანი. მარტო ერთი ინდიკატორით ვერ იმსჯელებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up