ამირან გამყრელიძე - საქართველოში ეპიდემიური ვითარება სრულად მართვადია, თუმცა არ უნდა მოვეშვათ, რადგან ინფექცია ცირკულირებს, კოვიდი არსად გამქრალა

ამირან გამყრელიძე - საქართველოში ეპიდემიური ვითარება სრულად მართვადია, თუმცა არ უნდა მოვეშვათ, რადგან ინფექცია ცირკულირებს, კოვიდი არსად გამქრალა

access_time2020-08-24 14:50:57

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.


თუმცა, გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში და რეგიონში არსებული ვითარება არასახარბიელოა, რაც დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.


ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს, შესაბამისად, აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რასაც სპეციალისტები იძლევიან.



„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არის სრულად მართვადი, სრულად კინტროლირებადი, ემორჩილება კონტროლს. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა მივეცეთ დამშვიდებას, რადგან მთლიანად მსოფლიოში და რეგიონში სიტუაცია არასახარბიელოა. ჩვენთან შეზღუდვები თითქმის სრულად მოხსნილია. უფრო ინტენსიურია მიძრაობა უცხოეთის ქვეყნებთან. ასევე, შიდა მობილობა სერიოზულად გაზრდილია. ეს, რა თქმა უნდა, ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია, რადგან ქვეყანაში ინფექცია ცირკულირებს. ყველა ის ღინისძიება, რასაც ვამბობთ, აუცილებლად დასაცავია.


პირველ რიგში, მოსახლეობა მოეშვა და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ, ძალიან მარტივი, პროფილაქტიკური, პრევენციული ღონისძიებაა, პირბადე დახურულ შენობებში ყველამ ვატაროთ. ასევე, სასურველია, ვატაროთ პირბადე, როცა შენობებს გარეთ ვიკრიბებით, ვართ ჯგუფურად შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი. იქაც სასურველია, ვატაროთ. ძალიან ბევრ ქვეყანაში შემოიღეს პირბადის ტარება ქუჩებშიც, როგორც აუცილებლობა. მეორე, დისტანციის დაცვა. მეტრი, მეტრ ნახევარი, ყველაზე უკეთესია ორი მეტრი, მაგრამ თუ ორი მეტრი ვერ ხორციელდება, დავიცვათ მეტრ ნახევარი დისტანცია, როდესაც ვიკრიბებით და გვაქვს ჯგუფური თავყრილობები.


ხელების, ზოგადად პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, რაც პრინციპში, ასე თუ ისე, უმრავლეს დაწესებულებაში დაცულია, მაგრამ თუ ხშირად არ შევახსენეთ მოსახლეობას, შემდგომ მივიწყებას ეძლევა ეს წესები, როგორიც არის მაგალითად, პირბადის ტარება. როცა თავიდან შემოღებული იყო ეს რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მიკროავტობუსებში, ყველა ატარებდა, დღეს, სამწუხაროდ, მივივიწყეთ, რაც, დამერწმუნეთ, არ შეიძლება. კოვიდი არსად გამქრალა, ის ჩვენთან ერთად არის და ქვეყანაში ცირკულირებს. არ უნდა მივცეთ მას საშუალება, ყოველდღიურად ერთეული შემთხვევები – 10, 9, 15, 20, ფართომასშტაბიან ეპიდემიაში გადაიზარდოს. ქვეყანას აქვს ყველა საშუალება, რომ შევაკაოთ მისი მეტად გავრცელება. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დამყოლობას და თვითშეგნების გაზრდას. ამიტომ, გთხოვთ და მოგიწოდებთ, დავიცვათ რეგულაციები, თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრებს. იქნება ეს დახურულ შენობებში, თუ ღია სივრცეში, რადგან ის ყოველთვის ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up