ამირან გამყრელიძე საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნულ სტრატეგიას პარლამენტში წარადგენს

ამირან გამყრელიძე საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნულ სტრატეგიას პარლამენტში წარადგენს

access_time2021-06-15 10:40:00

15 ივნისს, პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას გამართავს, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე წარადგენს სტრატეგიულ დოკუმენტს - “საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სტრატეგია 2021-2025 და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა“.


დოკუმენტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ხელშეწყობით მომზადდა, “სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყნაში ხორციელდება.


“არაგადამდები დაავადებები ავადობის, შრომისუუნარობის და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. ქვეყანაში საერთო ავადობის არანაკლებ ¾ და სიკვდილიანობის 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის. აგდ ნაადრევი სიკვიდილიანობის მთავარი მიზეზიც არის. აღსანიშნავია, რომ არაგადამდებ დაავადებათა მნიშვნელოვანი ნაწილის განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელია მათი გამომწვევი რისკ-ფაქტორების შემცირებით და სოციალურ, გარემო თუ სხვა დეტერმინანტებზე ზემოქმედებით. ამასთან ერთად, შესაძლებელია, უკვე დამდგარი ამ ჯგუფის ბევრი დაავადების სათანადო მკურნალობა და მართვა, რათა შენარჩუნებულ იყოს ცხოვრების მაღალი ხარისხი, თავიდან იქნეს აცილებული გართულებები და ნაადრევი სიკვიდილიანობა.



სტრატეგიის მოქმედების არიალი, არსებული დოკუმენტებისაგან განსხვავებით, გაფართოებულია და ნაცვლად ოთხი არაგადამდები დაავადებისა (გულ-სისხლძარღვთა დავადებები, კიბო, შაქრიანი დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები) და ოთხი რისკის ფაქტორისა (თამბაქო, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება,) დამატებით მოიცავს ვალდებულებებს ჰაერის დაბინძურების შემცირების და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიმართულებით.


დოკუმენტი აღწერს არსებულ პრევენციის მექანიზმებს და მენეჯმენტის პრაქტიკას, განსაზღვრავს მომავალი 5 წლის პრიორიტეტებს, იძლევა რეკომენდაციებს და ინტერვენციებს, რომელიც ეფექტური და მისაწვდომია ქვეყნისთვის, აჩვენებს არსებულ რესურსებს და ხაზს უსვამს ხარისხის უზრუნველყოფისა და მულტისექტორული მიდგომების აუცილებლობას ნაადრევი სიკვდილიანობის თავიდან აცილების მიზნით, როგორც ეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებშია აღწერილი“, - ნათქვამია ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ინფორმაციაში.


სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ არაგადამდები დაავადებების მართვისა და პრევენციის სფეროში მომუშავე ეროვნული ექსპერტები, პროფესიული ასოციაციები. პროცესი ხორციელდება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის COVID-19 პანდემიასთან გამკლავებისთვის გამოყოფილი მხარდაჭერის ფარგლებში.


IPN.GE





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up