ამირან გამყრელიძე - საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს, რომ ყველა რეკომენდაცია აღსრულდეს ბოლომდე, მეტ ეფექტს მისცემს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს

ამირან გამყრელიძე - საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს, რომ ყველა რეკომენდაცია აღსრულდეს ბოლომდე, მეტ ეფექტს მისცემს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს

access_time2020-03-21 19:39:56

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანა უკვე რამდენიმე კვირაა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და დღეს არ იყო მოულოდნელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

მისი თქმით, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ღონისძიებები ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრდებოდა.

„დღეს არ იყო ეს მოულოდნელი. აღნიშნული საკითხი გახლდათ მსჯელობის საგანი რამდენიმეჯერ და დღეს საკოორდინაციო საბჭომ და პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტეს, რომ გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა, რასაც პრეზიდენტი დაეთანხმა და იმედია, პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

როგორც მან აღნიშნა, საგანგებო მდგომარების გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანია დადგენილი რეკომენდაციების აღსრულებისთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა აღსრულდეს ყველა რეკომენდაცია, რასაც ამ ხნის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრთან ადგენდა ხოლმე. საგანგებო მდგომარეობის დროს, მოგეხსენებათ აღსრულებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს გახლავთ სოციალური დისტანცირების დაცვა, ადამიანების მჭიდრო კონტაქტის პრევენცია, რაც არის ინფექციის გავრცელებისა და ეპიდემიის შემდგომი გავრცელების მთავარი გზა, ამისგან მაქსიმალურად თავის არიდება.


კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, საგანგებო მდგომარეობა მთლიანად ქვეყანას დაეხმარება, არა მარტო დაავადებათა კონტროლის ცენტრს, არამედ მთლიანად ქვეყანა დაეხმარება იმაში, რომ აღსრულდეს ყველა ის რეკომენდაცია მოკლე დროში და სწორად, რა რეკომენდაციებიც ვრცელდებოდა ყოველთვის ჯანდაცვის თუ სხვა სექტორების მხრიდან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ასევე მისი თქმით, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გადადის უშუალოდ ჯანდაცვის სექტორზე, თუმცა ეს საკითხი ყველა შესაბამისი სხვა უწყების პასუხისმგებლობაც არის.

„ეს არ გახლავთ კორონავირუსულ ინფექციაზე მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის პასუხისმგებლობა, თუმცა ახლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უშუალოდ ჯანდაცვის სექტორზე გადმოდის. ეს გახლავთ მთლიანად ქვეყნის პასუხი ყველა კომპონენტის, დაწყებული საზღვრიდან, შემოსავლები, საგარეო ურთიერთობები, ავიაცია, სახმელეთო გადაადგილებები და ა.შ. სწორედ საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ბოლომდე აღსრულდეს. ჩვენ, ყველა უწყება ისედაც ვმუშაობდით საგანგებო რეჟიმში, მაგრამ ახლა ამას ლეგალური საფუძველი ეძლევა, რაც გააადვილებს ყველა იმ ღონისძიების გატარებას და მეტ ეფექტს მისცემს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ქვეყანაში, რომ ჩვენ შედარებით მსუბუქად გადავიტანოთ ეპიდემია, ნაკლები ზიანით ან თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

1tv




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up