ამირან გამყრელიძე - საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი

ამირან გამყრელიძე - საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი

access_time2020-10-24 17:45:31

საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას. რა თქმა უნდა, სასურველია იზოლირებულად, რომ ოჯახის წევრებს არ გადავდოთ, თუ ამის საშუალება არის, თუ არ არის ამის საშუალება, მაშინ სახელმწიფო სთავაზობს ადამიანებს, რომ ისინი გადავიდნენ ე.წ. „კოვიდსასტუმროებში და იქ იმართონ უკვე ოჯახისგან იზოლირებულად, რათა არ გავრცელდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, ჯერჯერობით ეპიდემია არ შეჩერდება არც გლობალურად და არც საქართველოში და შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა მთავარია, რომ სიტუაცია მართვადია.


„ჯერჯერობით ეპიდემია არ შეჩერდება არც გლობალურად და არც ჩვენთან. შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ამას ყოველდღიურად აღვნიშნავთ, რომ ჩვენ გვექნება ყოველდღიურად მეტი შემთხვევა, მაგრამ მთავარია, სიტუაცია იყოს მართვადი. ჩვენ, ვთქვათ, გრიპის დროს ხომ გვაქვს ბევრი შემთხვევა, მაგრამ სიტუაციას ვმართავთ, დაახლოებით ასე იქნება თანდათანობით კოვიდთან მიმართებაშიც. შემთხვევების ზრდა გვექნება. საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას. რა თქმა უნდა, სასურველია იზოლირებულად, რომ ოჯახის წევრებს არ გადავდოთ, თუ ამის საშუალება არის, თუ არ არის ამის საშუალება, მაშინ სახელმწიფო სთავაზობს ადამიანებს, რომ ისინი გადავიდნენ ე.წ. „კოვიდსასტუმროებში და იქ იმართონ უკვე ოჯახისგან იზოლირებულად, რათა არ გავრცელდეს. მთავარი არის, რომ დადგენის შემდეგ, როცა სიმპტომები ვლინდება, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იზოლირება. რადგან ეს არის რესპირაციული ინფექცია, ის სწრაფად ვრცელდება, გადადის ადამიანისგან ადამიანზე. ასევე მინდა მოვუწოდო დიდი სიფრთხილისკენ, ინფიცირება ხდება ჩემი კოლეგების, ექიმების, ექთნების, სამედიცინო პერსონალის, ეს ასეც არის და ასეც იქნება სამწუხაროდ, რადგან ჩვენ ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ, ექიმები ამ ბრძოლის წინა ხაზზე არიან, ისინი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, მაგრამ სასურველია მეტი სიფრთხილე. ინფიცირებულთა ძალიან პატარა ნაწილი ინფიცირდება დღეს საავადმყოფოს და სამედიცინო დაწესებულების პირობებში, ასევე მათი დაინფიცირება ხდება საყოფაცხოვრებო პირობებში, მაგრამ სამედიცინო პირობებში აუცილებელია ინფექციის კონტროლის ყველა ღონისძიების დაცვა, რომ მინიმალურად იყოს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები, რამეთუ, მოგეხსენებათ, სამედიცინო პერსონალის რესურსი ქვეყანაში ამოუწურავი არასოდეს არ არის, არც ერთ ქვეყანაში,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



მისივე თქმით, პიკი, დიდი ალბათობით, იქნება ნოემბრის შუა რიცხვებში და ამისთვის უნდა იყოს მზადყოფნა, არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის, არამედ უშუალოდ მოქალაქეების.


„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დიახ, შემთხვევების ზრდა გვაქვს და გვექნება, სხვადასხვა მოდელირების მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, პიკში დიდი ალბათობით ჩვენ შევალთ სადღაც ნოემბრის შუა რიცხვებში და ამისთვის მზადყოფნა უნდა იყოს. მზადყოფნა არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო სექტორის, პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის, არამედ ასევე მზადყოფნა თვითონ მოსახლეობის. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, 90%-ში ჩვენ შეგვიძლია ეს დაავადება თვითონ ვმართოთ, ექიმის ხშირი სატელეფონო კონსულტაციით. თუ აუცილებელია ექიმის გასინჯვა, რა თქმა უნდა, ამის ყველა საშუალება არის და ამის შესაბამისი პირობები ქვეყანაში არსებობს. მთავარია 5 რეკომენდაციის დაცვა - პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრებისგან, ნებისმიერი მიზეზით, დავიმახსოვროთ, რომ 1 წელი, მინიმუმ, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ამისგან, რადგან ყველა ეპიდაფეთქების კერა, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს საწყისს იღებს ამ დიდი თავშეყრებისგან და შესაბამისად, ვეცადოთ, დიდწილად ვიყოთ ჰაერზე და ყველა შეკრება, ვთქვათ, 5-6 ადამიანის თუ ასე შემდეგ, გავაკეთოთ გარეთ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up