ამირან გამყრელიძე - საავადმყოფოში მოთავსებულ სიმპტომების მქონე ყველა ადამიანს უნდა ჩაუტარდეს ტესტი, მოსახლეობას ვთხოვ, თუ რამე გაუგებრობა იქნება, ცხელ ხაზზე დარეკონ

ამირან გამყრელიძე - საავადმყოფოში მოთავსებულ სიმპტომების მქონე ყველა ადამიანს უნდა ჩაუტარდეს ტესტი, მოსახლეობას ვთხოვ, თუ რამე გაუგებრობა იქნება, ცხელ ხაზზე დარეკონ

access_time2020-12-08 15:56:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობის დადგენილების თანახმად, ყველა საავადმყოფოს ევალება, ჰოპიტალიზებულ პაციენტს, რომელსაც აქვს ცხელება ან სხვა რესპირაციული სიმტომები, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდეს.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია 140-მდე ამბულატორიული დაწესებულებაც.

ამასთან, გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, იმ შემთხვვეაში, თუ ტესტირებასთან დაკავშირებით რამე ცალკეული გაუგებრობა იქნება, ცხელ ხაზზე დარეკონ.

„მთავრობის დადგენილებით, ყველა საავდმყოფოს ევალება (ყველა საავადმყოფოს ანტიგენტესტები გატანილი აქვს), რომ სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს, იქნება ცხელებით, რესპირაციული სიმპტომებით, თუ ნებისმიერი სხვა დიაგნოზით, მას ანტიგენზე დამყარებული ტესტი ჩაუტარდეს. დღეში დაახლოებით ჰოსპიტალიზაცია არის 1000-1 500 და ყველა საავადმყოფოში მოთავსებულ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს ტესტი. ეს ტესტი წესით და რიგით, გატანილი უნდა ჰქონდეს ყველა საავადმყოფოს.


რაც შეეხება ამბულატორიულ ქსელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 140-მდე ამბულატორიულმა დაწესებულებამ სურვილი გამოთქვა ამ პროგრამაში მონაწილეობის. თითოეულთან დაავადებათა კონტროლის ცენტრის შესაბამის დეპარტამენტს აქვს დარეკილი და მათთან გაფორმებულია ხელშეკრულება. ეს ხომ უფასო არ არის, სახელმწიფო ამ ტესტს აძლევს და ასევე მომსახურებაში, ანუ ტესტის ჩატარებაში უხდის შესაბამის თანხას. ამიტომ, ისინი, ვინც ჩართული არიან, ვალდებულება აქვთ, ტესტი გააკეთონ და მათ ტესტები გატანილი აქვთ. თუ რამე გაუგებრობა არის, ვთხოვ მოსახლეობას, დააფიქსირონ ეს ჩვენს ცხელ ხაზზე- 116 001-ზე, დატოვონ თავიანთი ტელეფონის ნომერი. ვინც არის სიაში შეყვანილი და მას არ ემსახურებიან, ამ ცალკეულ შემთხვევებს მოუგვარებენ, მაგრამ ეს გლობალურად არ უნდა იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up