ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდაფეთქება რომ არ გამეორდეს, უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ გავთამამდეთ, უარი ვთქვათ ყველანაირ თავყრილობაზე, თვითშეგნება და ადამიანების დამყოლობა არის მთავარი

ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდაფეთქება რომ არ გამეორდეს, უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ გავთამამდეთ, უარი ვთქვათ ყველანაირ თავყრილობაზე, თვითშეგნება და ადამიანების დამყოლობა არის მთავარი

access_time2021-02-15 13:20:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში ტესტირება ჩაუტარდა სკოლის 49 777 პედადგოგს და დადებითობის მაჩვენებელი მხოლოდ 0.2 პროცენტია, 20 000-მდე გამოკვლეული ტაქსის მძღოლიდან დაახლოებით 0, 5 პროცენტი, ბაზრობის მოვაჭრეებში 0.4, რელიგიის მსახურებში 1, მოლებსა სავაჭრო დიდ ცენტრებში 0.2 მეათედი.



გამყრელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი რეკომენდაციები დაცულია, თუმცა მოსახლეობას მოუწოდებს, არ გათამამდნენ და ყველანაირ თავყრილობებს თავი აარიდონ.



„ვატყობთ, რომ შესაბამისი რეკომენდაციები არის დაცული, მაგრამ ხაზს ვუსვამ, არ უნდა გავთამამდეთ. მოგეხსენებათ, ყველაზე მთავარი, რაც აგვისტოში დიდმა თავშეყრებმა და ყველანაირმა დიდმა წვეულებებმა მოგვცა, შემდეგ ეს გადაიზარდა ოქტომბერ-ნოემბერში სერიოზულ ეპიდაფეთქებაში, იგივე რომ არ გამეორდეს ქვეყანაში, უნდა ვიყოთ ძალიან მორიდებული და ფრთხილი.




მიუხედავად იმისა, რომ დღეს რესტორნების ღია სივრცეები გაიხსნა, გარკვეული პერიოდის, დაკვირვების შემდეგ ალბათ თავად რესტორნებიც გაიხსნება, არ უნდა გავთამამდეთ და უარი უნდა ითქვას გარკვეული და საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიდ თავყრილობებზე, იქნება სამხიარულო, ჭირის, თუ სამეცნიერო. ყველანაირ თავყრილობაზე უარი უნდა ითქვას, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მომატებული რისკ-ფაქტორი ინფექციის გავრცელების. ამიტომ, გთხოვთ, ამაზე ხშირად გამახვილდეს ყურადღება. გარდა იმისა, რომ აღსრულებას უყურებს შესაბამისი ორგანიზაციები, თვითშეგნება და ადამიანების დამყოლობა არის მთავარი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.



1tv.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up