ჯანდაცვის მინისტრის,ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტოვებს, მას დროებით თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზსს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“,- აღნიშნავს მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის პოსტზე 2013 წლის 7 თებერვლიდან მუშაობდა.
https://www.interpressnews.ge/