ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ

access_time2020-12-03 20:55:41

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტიგენზე დამყარებული ტესტირების გაფართოების შესახებ მთავრობის მიერ დადგენილება გუშინ გამოიცა.

 

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ტესტირების გაფართოების მთავარი მიზანი ინფიცირებულების სწრაფად გამოვლენაა. ამასთან, გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ.

 

„დაახლოებით ერთი თვეა, რაც ლაბორატორიულ დიაგნოსტიკებში გარდა ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტისა, ანუ პიჯიარ ტექნოლოგიისა, რომელიც მოკლედ „პისიარ“ ტესტის სახელით არის ცნობილი მოსახლეობაში, ასევე ვიყენებთ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომლებიც 15-20 წუთში სიმპტომებიან პაციენტში გაძლევენ საკმაოდ კარგ ვალიდურ შედეგს, ადამიანი ინფიცირებულია, თუ- არა. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები გამოიყენებოდა გარკვეულ ჯგუფებში ჯერ კიდევ აპრილი-მაისიდან, მაგრამ უფრო ფართო მასშტაბური გამოყენება ერთი თვის წინ დავიწყეთ.

 

დღეს ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 000-დან 12 000-მდე „პისიარ“ ტესტი და 3 000-3 500 ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ტარდება. ყოველდღიური დადასტურებული მაჩვენებელი, რასაც ვაქვეყნებთ, ორივე მეთოდს ეყრდნობა. გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენების გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც კიდევ მეტად ენიჭება ყურადღება, როდესაც შეზღუდვები წესდება ქვეყნებში ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით. გუშინ გამოიცა მთავრობის დადგენილება, შესაბამისად, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ტესტირების გაფართოებასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რამდენიმე თვეში ყოველდღიური ტესტირების რაოდენობა პისიარ ტექნოლოგიით და ანტიგენზე დამყარებულით თანდათან ავიდეს 20 000-მდე. ამ მიდგომის ძირითადი მიზანი გახლავთ, ჩვენ შედარებით სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებულები, მათ შესაბამისი რეკომენდაციები მივცეთ, ეს რეკომენდაციებიც შემუშავებულია და ჩვენს ვებგვერდსა და „ფეისბუქის“ გვერდზე დევს. ადრეულ ეტაპზე ინფიცირებულების გამოვლენა წინაპირობაა, რომ ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები გამოვლინდებიან და მათ მხოლოდ იზოლირება დასჭირდებათ 12-14 დღის განმავლობაში. ამით ჩვენ ინფექციის შემდგომი გავრცელების ალბათობას შევამცირებთ.


 

აქედან გამომდინარე, მინდა, მივმართო მოსახლეობას, ფართოდ ისარგებლონ ამ შეთავაზებით. მათთვის მეტად გაიოლდება და ხელმისაწვდომი გახდება ტესტირება. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება, ხველა, სურდო, ყელის ტკივილი, ან სხვა იშვიათი სიმპტომები, როგორიც არის ყნოსვის, გემოვნების დაკარგვა და ასე შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიკლინიკებს ან სხვა სტაციონარულ დაწესებულებებს, სადაც მათ ტესტირება ჩაუტარდებათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, სტაციონარული დაწესებულებების ვალდებულებაა, ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტაროს.

 

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და სიახლე ამ დადგენილებაში გახლავთ ის, რომ გარდა ამბულატორიული გაფართოებული ტესტირებისა, ასევე, სტაციონარულ დაწესებულებას ევალება ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსზე. აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ იმ პაციენტებზე, რომლებსაც ჰქონდათ ვთქვათ, ცხელებით მიმდინარე დაავადებები და წვებოდნენ საავადმყოფოში, რათა დიფერენცირება მომხდარიყო, იყო ეს კორონავირუსული ინფექცია, თუ სხვა მიზეზით გამოწვეული ცხელება. დღეს უკვე ყველა სტაციონარული დაწესებულების ვალდებულებაა, თითოეულ იმ ადამიანს, ვისი სტაციონარში გადაყვანაც ხდება, კორონავირუსულ ინფექციაზე გამოკვლევა ჩაუტაროს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up