ამირან გამყრელიძე - მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც არის დიდი ალბათობა, რომ ინფექციის შემოტანის პირველწყაროზე ვეღარ გავალთ

ამირან გამყრელიძე - მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც არის დიდი ალბათობა, რომ ინფექციის შემოტანის პირველწყაროზე ვეღარ გავალთ

access_time2020-03-17 22:10:59

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო კვირებში დაფიქსირდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის პირველწყარო ვერ დადგინდეს.

 

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, საქართველო ამ ეტაპზე კვლავ ვირუსის შეკავების ფაზაშია.

 

„34 შემთხვევაა ამ წუთისთვის დადასტურებული, მაგრამ დღეს კიდევ მრავალი სინჯია კვლევაში ლუგარში და მთლიანად იცით, რომ ოთხ ადგილზე ტარდება ტესტირება ქვეყნის მასშტაბით : ბათუმი, ქუთაისი, თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია. ამიტომ, უფრო გაიშალა გეოგრაფიულად. ჩვენი მონაცემები გვიან ღამით ან დილით იკრიბება ხოლმე. ჯერ ჩვენ არ ვიცით შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება თუ არა.

 

რაც შეეხება ქალბატონი მარინას განცხადებას, პატარა კორექტივს შევიტანდი, რომ ჩვენ ამ შემთხვევის შესახებ, რომელზეც ქალბატონი მარინა საუბრობს, ძალიან ღრმა ეპიდკვლევას ვაწარმოებთ დაახლოებთ 20-დან 25-მდე კონტაქტზე. იმედი გვაქვს, რომ წყარო დადგინდება, ანუ საიდან მოხდა, ამ ადამიანის დაინფიცირება.

 


ამიტომ ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე. მაინც იმედი მაქვს, რომ ისე ინტენსიურად ვმუშაობთ ახლა, რადგან ბევრი კონტაქტი ვლინდება, რადგან კონტაქტების მთელი ჯაჭვია კვლევაში. დღესაც ზოგიერთი კონტაქტი, ამ პაციენტთან დაკავშირებული ნიმუშები აღებულია და კვლევაშია. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მაინც გავალთ კონტაქტზე. თუ ვერ გავედით, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში უკვე იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვეღარ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანის, ან ადგილობრივი დაინფიცირებისა, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისი განმარტებით, თუ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხეული ან მეხუთეული გადაცემა მოხდება, ვირუსის უფრო ფართო გავრცელება დაიწყება.

 

„ეს ნიშნავს იმას, რაც დღეს ბატონმა პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით ე.წ. შეკავების ფაზაში. 2,5 თვეა, რაც საქართველო ამ ინფექციას ებრძვის და აქამდე გარკვეულად შევაკავეთ ვირუსი, რომ არ გადავედით შედარებით უფრო ფართო გავრცელების ფაზაში. გვაქვს 34 შემთხვევა და ყველა შემთხვევის წყარო ვიცით, საიდან შემოვიდა, ვის გადაედო და ამ ჯაჭვს მივყვებით. როდესაც გაჩნდება ავადმყოფი სადმე, რომელიმე აბულატორიულ დაწესებულებაში ან კლინიკაში ტემპერატურით, რომელიც არ ყოფილა არც ესპანეთში, არც საფრანგეთში, არსად ევროპაში და მას კორონავირუსი ინფექცია დაუდგინდება, ის ვერ გაიხსენებს და ვერ გვეტყვის, ვისთან იყო კონტაქტში, რომელიმე საეჭვო პერსონასთან ამ თვალსაზრისით, მაშინ ვამბობთ უკვე, რომ არის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევა. ჩვენ უკვე გვაქვს მესამეული გადაცემა, მეოთხეული ჯერჯერობით არ ფიქსირდება. როცა მეოთხეული, მეხუთეული გადაცემის შემთხვევები გვექნება, მაშინ ეს ეპიდემია უფრო იშლება და იწყება ე.წ. ფართო გავრცელება“,-განმარტა გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, დაინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი.

 

„ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი. დანარჩენ შემთხვევებში, ინფიცირების წყარო ან მოგზაურობის ისტორია, თითოეულ პაციენტზე არსებობს, ან კონტაქტში მყოფი პაციენტები ჩვენი მოგზაურობის ისტორიაში მყოფ პაციენტებთან. მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ არის ასეთი მკვეთრი წყარო ცნობილი“,-განმარტა ეზუგბაიამ.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up