ამირან გამყრელიძე - მივმართავ მოსახლეობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ კარანტინისა და თვითიზოლაციის სწორად დაცვას

ამირან გამყრელიძე - მივმართავ მოსახლეობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ კარანტინისა და თვითიზოლაციის სწორად დაცვას

access_time2020-03-25 22:15:47

მივმართავ მოსახლეობას, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ კარანტინისა  და თვითიზოლაციის  სწორად დაცვას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაშიმოამბეგანაცხადა.


გაჩნდება თუ არა პირველივე სიმპტომები, აუცილებლად მივმართოთ კარანტინის სამედიცინო ზედამხედველობას, რომ სწრაფად მოხდეს ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში საავადმყოფოში გადაყვანა. ვინც თვითიზოლაციაშია , ვთხოვ, ნუ დაარღვევენ თვითიზოლაციის  წესს. ეს დარღვევები მაინც არის. თუმცა, ბევრად ნაკლები, ვიდრე იყო. განსაკუთრებით, საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ მოსახლეობა მეტად ემორჩილება კანონს, განაცხადა გამყრელიძემ.


როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, კარანტინის თუ თვითიზოლაციის  პირობებში 14 დღის დაცვის შემთხვევაში, ინფექციის გავრცელების ალბათობა მინიმუმამდეა დასული, მაგრამ მედიცინაში არაფერია ასპროცენტიანი და უკვე აღწერილია თითო-ოროლა შემთხვევები, როცა ვირუსი ინკუბაციური პერიოდის გასვლის შემდეგაც შეიძლება, იყოს.



ამიტომ, ეს ყველაფერი ძალიან მკაცრად კონტროლდება და პირველ რიგში, უნდა იყოს თვითკონტროლი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ შემთხვევათა ზრდა პირველ რიგში, იმპორტირებულ შემთხვევებზე იქნება.


ანუ, მაინც ჩვენი თანამემამულეებისგან, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან. ამ 73 დადასტურებული შემთხვევიდან უცხოეთის მოქალაქე ორი თუ სამია, დანარჩენი კი ყველა ჩვენი თანამემამულეა. ყველას ისტორია დაკავშირებულია სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსვლასთან ირანთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ინგლისთან, აშშ-თან და .. რა თქმა უნდა, ჩვენი თანამემამულეები, ვისაც საქართველოში დაბრუნება უნდა, უნდა დაბრუნდნენ. ყველა ქვეყანა ასე აკეთებს და საქართველოც ასეა. ამიტომ, შემოტანილი შემთხვევები გვექნება. ამიტომ არის ეს მკაცრი კარანტინი და თვითიზოლაცია  აუცილებელი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, რომ შემდგომში, შიგნით გავრცელებას მაქსიმალურად ავარიდოთ თავი, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


1.tv.ge





21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...


მსგავსი სიახლეები

up