ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს მუშაობა ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკასთან“ და „გავის ალიანსთან“, რათა საქართველო იყოს მიმღებთა რიგებში, როცა ვაქცინა ბაზარზე იქნება

ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს მუშაობა ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკასთან“ და „გავის ალიანსთან“, რათა საქართველო იყოს მიმღებთა რიგებში, როცა ვაქცინა ბაზარზე იქნება

access_time2020-07-21 15:45:38

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე უკვე არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინა.

 

გამყრელიძის თქმით, ერთ-ერთ პერსპექტიულ ვაქცინად ითვლება ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელმაც მესამე ფაზის კვლევების გარკვეული ეტაპი გაიარა.

 

გამყრელიძის განმარტებით, ახლა კვლევა უფრო გაფართოებულ ჯგუფზე, დაახლოებით, 10-15 ათას ადამიანზე ჩატარდება. გამყრელიძის თქმით, უსაფრთხოების დადგენის შემთხვევაში, შესაძლოა, ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი გახდეს.

 

„საქმის კურსში ვართ, როგორც ამ ვაქცინის, ისე რამdენიმე პერსპექტიული ვაქცინის შესახებ. ერთ-ერთ პერსპექტიულად ითვლება სწორედ ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლებიც მუშაობენ ერთ-ერთ გიგანტურ ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკასთან“ ერთად. ამ ვაქცინამ გაიარა მესამე ფაზის კვლევების ერთ-ერთი ეტაპი. კიდევ დიდი კვლევის ნაწილი დარჩა, უფრო გაფართოებულ ჯგუფზე, დაახლოებით 10-15 ათას ადამიანზე მოხდება კვლევის ჩატარება. უკვე დადგენილია მისი საკმაოდ კარგი იმუნური პასუხის გამოწვევის უნარი. თუ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება, მაშინ  შეიძლება, ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი გახდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


 

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკასთან“ და „გავის ალიანსთან“, რათა როდესაც ვაქცინა ბაზარზე გამოჩნდება, მიმღებთა რიგებში საქართველოც იყოს.

 

„ჩვენ უკვე ერთი თვის წინ გვქონდა პირდაპირი კონტაქტები კომპანიასთან. ამავე დროს, საქართველო მუშაობს ე.წ. გავის ალიანსთან. მოგეხსენებათ, „გავი“ არის დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც აფინანსებს პირადად ბილ გეითსის ფონდი და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამხმარე განვითარებადი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებაში.

 

ჩვენ დიდი ხანია, „გავისთან“ გვაქვს კონტაქტები, რადგან „გავის“ საშუალებით, მრავალი ახალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში. მიმდინარეობს მუშაობა პირდაპირ „ასტრაზენეკასთან“ და ასევე, „გავის ალიანსთან“, რომ როდესაც ესა თუ ის ვაქცინა დამტკიცდება, ბაზარზე უკვე დაშვებული იქნება, საქართველოც იყოს რეციპიენტთა რიგებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up