ამირან გამყრელიძე - „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო მასობრივი აცრა არ აღუდგენიათ, თუმცა ვაქცინის გარკვეული რაოდენობები ქვეყნებს აქვთ და როცა საჭირო იქნება შეიძლება დადგეს საკითხი კონტაქტების აცრაზე

ამირან გამყრელიძე - „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო მასობრივი აცრა არ აღუდგენიათ, თუმცა ვაქცინის გარკვეული რაოდენობები ქვეყნებს აქვთ და როცა საჭირო იქნება შეიძლება დადგეს საკითხი კონტაქტების აცრაზე

access_time2022-06-10 16:00:00

„მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების დაფიქსირების მიუხედავად, ყვავილის საწინააღმდეგო მასობრივი აცრა არ აღუდგენიათ, თუმცა ვაქცინის გარკვეული რაოდენობები ქვეყნებს აქვთ და როცა საჭირო იქნება შეიძლება დადგეს საკითხი კონტაქტების აცრაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოში ამ დროისთვის ერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა და პასუხი კვირის ბოლომდე იქნება.


„როდესაც ე.წ. მაიმუნის ყვავილის შემთხვევების ზრდა მოხდა არაენდემურ ქვეყნებში, მაშინ ჩვენ გავაძლიერეთ ზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე, რამეთუ მოგეხსენებათ, ერთ-ერთი სიმპტომი მაღალ სიცხესთან, შემცივნებასთან, ყელის ტკივილთან და სხვა სიმპტომებთან ერთად გახლავთ, გამონაყარი. თუ ექიმი ეჭვს მიიტანს მაშინ ჩვენთან შეიძლება ამის დიაგნოსტირება. სამი ასეთი სავარაუდო შემთხვევა იყო, 2-ზე გამოირიცხა და ერთ შემთხვევაზე, სადაც მეტი ეჭვი იყო, მიმდინარეობს ღრმა კვლევა. ალბათ, ამ კვირის განმავლობაში უნდა გვქონდეს პასუხი. არაენდემურ ქვეყნებში მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად. ჩვენთან სამივე პაციენტი იყო მსუბუქი, მათ შორის, ისიც, რომელიც სავარაუდოდ, არის იდენტიფიცირებული. აქაც გახლავთ მსუბუქი მიმდინარეობა, არაფერი არ აწუხებს, გამონაყარიც ალაგდა. გვაქვს PCR ტესტებიც. რაც შეეხება ვაქცინაციას - ჯერჯერობით არ გახლავთ ასეთი რეკომენდაცია, რომ ყვავილის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აღდგეს.



მოგეხსენებათ, რომ ამ „მაიმუნის ყვავილსაც“ გარკვეულწილად ფარავს ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა. 1980 წლამდე დაბადებული ყველა აცრილია ამ ვაქცინით, ხოლო 1980 წლის შემდეგ დაბადებულები ვინაიდან ყვავილის აღმოფხვრა მოხდა, იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ რისკ ჯგუფები, ვინც მუშაობენ ლაბორატორიებში ყვავილთან არსებულ ვირუსებთან, ზოგიერთ ქვეყნებში არის სამხედროების აცრა და კიდევ რამდენიმე რისკ ჯგუფის.


დღესაც, როდესაც მოიმატა „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევებმა არ აღუდგენიათ ყვავილის საწინააღმდეგო მასობრივი აცრა, თუმცა ვაქცინის გარკვეული რაოდენობები ქვეყნებს აქვთ და როცა საჭირო იქნება, შეიძლება დადგეს საკითხი კონტაქტების აცრაზე. ჯერჯერობით არც მასობრივი აცრის რეკომენდაცია არსებობს და მათ შორის, არის წამალი და არც იმის რეკომენდაცია გახლავთ, რომ ჩვენ მასობრივად თუ იქნა შემთხვევა, ვინმეს როგორ ვუმკურნალოთ. ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაციები არ არის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რადგან მას მარაგებში უდევს რამდენიმე ათეული მილიონი ვაქცინა, ისევე როგორც წამლები და იქ სადაც საჭირო იქნება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიაწოდებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up