დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში Imedinews-ს განუცხადეს, რომ ამირან გამყრელიძე სამუშაოს დაუბრუნდა.
ამირან გამყრელიძე ბინაზე მკურნალობდა და თვითიზოლაციაში იყო. მას კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge