ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის მეორე ტალღას უკეთესად მომზადებული უნდა შევხვდეთ, თუმცა მეორე ტალღა შეიძლება, არ იყოს

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის მეორე ტალღას უკეთესად მომზადებული უნდა შევხვდეთ, თუმცა მეორე ტალღა შეიძლება, არ იყოს

access_time2020-06-26 11:15:57

კორონავირუსთან ბრძოლაში ძალიან დიდია თქვენი, მედიის წვლილი, გადაცემების სწორად წაყვანის და ინფორმაციის სწორად მიწოდების, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.


ამასთან, მან მადლობა გადაუხადა მოსახლეობას იმ დამყოლობისთვის, რომელიც იყო იმ უჩვეულო რეკომენდაციების მიმართ, რაც ამ ხუთი თვის განმავლობაში ხდებოდა.


„ჩვენ თუ გვეგონა, რომ ქართველები არ ვართ კანონმორჩილი, თურმე ვყოფილვართ კანონმორჩილი. დღეს საქართველო ოაზისად გამოიყურება რეგიონში თუ მსოფლიო მასშტაბით, რაც თავის დროზე დროული გადაწყვეტილებების შედეგია. სწორად მოხდა ჩაკეტვა ჩინეთთან, სწორ დროს მოხდა ჩაკეტვა ირანთან, სწორ დროს მოხდა ფრენების ჩაკეტვა იტალიასთან, შემზღუდავი ღონისძიებები დაწესდა, საგანგებო მდგომარეობა სწორად გამოცხადდა და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამაში დამყოლობა იყო საზოგადოების. კოორდინირებულმა მუშაობამ საზოგადოების, მთავრობის, პროფესიონალების, ექიმების მიგვიყვანა იქამდე, რომ ასეთია ეპიდსიტუაცია დღეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


მისივე თქმით, დღეს სამყარო, მსოფლიო გაცილებით ძლიერია ყოველმხრივ – ეკონომიკურად, ტექნიკურად, მეცნიერულად, მაგრამ პატარა არსებამ, კორონავირუსულმა ინფექციამ საკმაოდ შეაზანზარა სამყარო.



„ჯერ კიდევ არ ვიცით პოსტკორონა სამყარო როგორი იქნება, რა ურთიერთობები ჩამოყალიბდება საზოგადოებაში, ეს პროცესები რა შედეგებს გამოიღებს მომავალში. ამ ვირუსის ისტორია ჯერ ექვსი თვეა. მისი ქცევის თავისებურებები ჯერ უცნობია მეცნიერებისთვის. მან ერთი ჭკუა ასწავლა სამყაროს, ბრჭყალებში ჩავსვამ, – მზადყოფნის რეჟიმი ყველას და ყოველთვის უნდა გვქონდეს.


ალბათ არც ერთმა არ იცით თქვენ, რომ სხვა კორონავირუსი ტრიალებს ბუნებაში, რომელიც თითოეულ გადაგვიტანია ხოლმე შემოდგომაზე და ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ დიაგნოზს ვსვამდით. ის მსუბუქი სურდოს სახითაა. ჩვენ გვეგონა, რომ ისევე, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები, ზაფხულში შესამჩნევად დასუსტდებოდა და შემცირდებოდა. ასე არ აღმოჩნდა და პირიქით, ხედავთ, რომ გლობალურ ციფრებს თუ შეხედავთ, ყოველდღიურად, გლობალურად, ახალი შემთხვევების რიცხვი იმატებს 110-დან 130 ათასის ფარგლებში. არ ეტყობა გლობალურად, რომ დინამიკა შემცირებისკენ წავიდა. თუმცა, როცა მე ყოველდღიურ ანგარიშს ვამზადებ, იქ ერთი ასეთი პოზიტიური დინამიკა ჩანს, რომ გლობალურად მცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ასევე, იზრდება გამოჯანმრთელებულთა როდენობა უფრო მეტად. ანუ, რაღაც ტენდენცია ჩანს, მაგრამ არა ის, რასაც ველოდით, რომ ზაფხულში რადიკალურად მკვეთრი ცვლილება არ იყო. შემოდგომაზე, ალბათ მაინც ჩვენ სერიოზული მზადყოფნა მოგვიწევს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.


მისივე განცხადებით, სამყაროს ჯერ ომი კორონავირუსის წინააღმდეგ არ მოუგია და საქართველო მარტო ამ ომს ვერ მოიგებს.


„ეს ომი უნდა მოიგოს მთლიანად კაცობრიობამ. ამიტომ, პირველი და მთავარი ეს არის, თვით დამშვიდებას არ მივეცეთ და ვიყოთ მზადყოფნის რეჟიმში და ეს ოთხი თვე ჩვენ ვწერთ თანდათან გეგმას, კიდევ რა უნდა გაძლიერდეს, რომ უკეთესად მომზადებული შევხვდეთ ვიდრე სექტემბერში. თუ იქნება ეს მეორე ტალღა, შეიძლება არ იყოს. მაგრამ მზადყოფნა აუცილებლად უნდა გვქონდეს. ის ელემენტარული, რასაც ყოველდღიურად, ხანდახან უკვე დაგვცინიან, რომ ვუმეორებთ ხალხს, რომ დიახ, უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up