ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის არსებობაში ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, მოვუწოდებდი, მეტად გაეცნონ ლიტერატურას

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის არსებობაში ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, მოვუწოდებდი, მეტად გაეცნონ ლიტერატურას

access_time2020-08-28 22:32:14

კორონავირუსის არსებობაში ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, თავშეკავებულად მოვუწოდებდი, მეტად გაეცნონ ლიტერატურას, - ამის შესახებ „პირველ არხს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

 

„მოგეხსენებათ, 25 მილიონს მიუახლოვდა ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ 800 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა უკვე ამ ინფექციას და ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს შემთხვევათა მატება. დღესაც სადღაც 270 000-მდე იყო ახალი შემთხვევების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ შემსუბუქდა დაავადების სიმძიმე და ჭარბობს ბევრად მსუბუქი შემთხვევები მძიმეს და კრიტიკულს, რაოდენობა არ იკლებს. ვაქცინა წლის ბოლომდე დიდი ალბათობით ვერ იქნება დამტკიცებული, ამიტომ ისევ და ისევ რჩება ეს შემზღუდავი ღონისძიებები და დისტანცირება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შემსუბუქების პოლიტიკის პერიოდში, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ შემთხვევების ზრდა იყოს, თუმცა მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება მართვადია.

 

„არ მგონია, რომ ეს იყოს დრამატული, რადგან ჩვენთან ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია მართვადია სრულად და კონტროლს ექვემდებარება. როგორც ხედავთ ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს უმრავლესად ერთნიშნა რიცხვები, დღესაც გვაქვს რვა ახალი შემთხვევა, მაქსიმუმ არის 20-მდე შემთხვევა, ეს პროგნოზირებადი იყო და მოსალოდნელი, რომ იქნებოდა. სერიოზული გამოწვევაა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყება. ამიტომ, იქ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც შემუშავებულია, დაცული უნდა იყოს. ეს არის პირველ რიგში ნიღბის ტარება, იქ, სადაც აუცილებელია, დისტანციის დაცვა, სანიტარული წესების დაცვა, საკლასო ოთახების დამუშავება , მოსწავლეების პირადი ჰიგიენა და დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ დაცვა ის წესები, რაც დადგენილია, ისიც – სასწავლო ოთახში რამდენი ბავშვი უნდა იყოს. ზოგადად შემოდგომაზე, სექტემბერში ნაკლებად, თუმცა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია გაციების პერიოდი და რესპირაციული ინფექციების თანდართვა. შესაბამისად, ის პროფილაქტიკური ღონისძიებები, რა კორონავირუსზე ვრცელდება, ყველა რესპირაციულ ინფექციაზეცაა და ეს მოსახლეობამ უნდა დაიცვას. ვატყობთ, რომ მოეშვა გარკვეულად მოსახლეობა, ჰგონიათ, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია. არ დაგვიმარცხებია, კორონა ჩვენთან არის, როგორც ხედავთ, ყოველდღიური შემთხვევები არის და ვუყურებთ, რომ ევროპაში შემთხვევების სერიოზული ზრდა ფიქსირდება. გახსნილია საზღვარი გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბალტიისპირეთთან, მიმოსვლა გაზრდილია, მობილობა მეტია. ამიტომ, მეტი სიფრთხილე გვმართებს და რეგულაციების მეტად დაცვა. აქედან ყველაზე მთავარი დამცავი საშუალება მაინც გახლავთ პირბადე, ასევე, ნებისმიერი ტემპერატურის მომატებისას ან სიმპტომების არსებობისას პირდაპირ მიმართვა 112-ში და ექიმთან“, - განაცხადა გამყრელიძემ.


 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობა გრიპის სეზონს აცრილი დახვდეს.

 

„სახელმწიფოს აქვს ნაყიდი დაახლოებით 135 000 დოზა გრიპის ვაქცინა, რომელიც ჩვენთან ოქტომბრის პირველ ნახევარში შემოვა. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ გავზარდოთ თუ არის შესაძლებელი, რადგან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა გრიპის ვაქცინაზე. ასევე, კერძო სექტორი შემოიტანს და სახელმწიფო აცრის რისკჯგუფებს. ამიტომ, ეს ორგანიზებულად დაიწყება ოქტომბერში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.


imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up