ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლო სამედიცინო ჩარევების გარეშეც

ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლო სამედიცინო ჩარევების გარეშეც

access_time2020-02-27 12:55:36

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება.როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოში საკარანტინო სივრცეების, ასევე შესაბამისი პროფილური საავადმყოფოების საკმარისი რეზერვი არსებობს, რათა ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ.


„მოგეხსენებათ, ეს გახლავთ მესამე დიდი ეპიდაფეთქება ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსული ინფექციით. თვითონ კორონავირუსი გახლავთ ვირუსი, რომელიც გადადის ცხოველებიდან და ფრინველებიდან ადამიანზე. ეს გახლავთ მესამე ე.წ. ახალი კორონავირუსი. პირველი ეპიდაფეთქება იყო 2003 წელს, როდესაც 9-დან 10% იყო ლეტალობა, ანუ გარდაცვალება. მეორე ეპიდაფეთქება იყო 2012 წელს, ე.წ. შუა აღმოსავლეთის სინდრომი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულიდან დაიწყო. მაშინ მოიცვა დაახლოებით 2 ათასი ადამიანი, მაგრამ იყო მაღალი ლეტალობა, დაახლოებით 35 %. მესამე გახლავთ სწორედ ეს, რომელიც 31 დეკემბერს, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაიწყო და უკვე დღეისთვის მთელ მსოფლიოში 81 ათას ადამიანზე მეტი მოიცვა. მოგეხსენებათ, მედიცინაში ყველაფერი შედარებითია. შედარებით ეს ეპიდაფეთქება ნაკლები ლეტალობით ხასიათდება, ვიდრე წინა ორი.


ამ ეპიდაფეთქების დროს გარდაცვალების ზოგადი მაჩვენებელი არის ჩინეთში 2.3%, ჩინეთის გარეთ კიდევ ნაკლები, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ ჩინეთში უკვე დაიწყო ბოლო 10 დღეა კლება ახალი შემთხვევების, მაგრამ სამწუხაროდ, იმატებს იმ 38 ქვეყანაში, სადაც უკვე ინფექცია იქნა გატანილი, მათ შორის ყველაზე დაზიანებულია დღეისთვის სამხრეთ კორეა, სადაც 1500 შემთხვევაზეა მეტია, შემდეგ მოდის იტალია, ირანი, სინგაპური და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ევროპაში შედარებით ერთეული შემთხვევებია, თუ არ ავიღებთ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილს და არა მთელ იტალიას.


აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და აშშ-მ გამოაცხადეს პანდემიური მზადყოფნა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსალოდნელია პანდემია, როდესაც ინფექცია აზიანებს ყველა კონტინენტს და ყველა ქვეყანას. ამის საშიშროება არის დღეს და სწორედ პანდემიიური მზადყოფნაა გამოცხადებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.



მისი განმარტებით, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება.


„ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ ირანთან მიმართებით, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეს, რომ შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით და შესაძლებელია იყოს კიდევ შემთხვევები, მაგრამ ჩვენ, ერთის მხრივ პრევენცია უნდა გავაკეთოთ სხვა შემთხვევების შემოტანის, მაგრამ მეორეს მხრივ, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაბამისად, ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება. შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლო სამედიცინო ჩარევების გარეშეც.


შემთხვევების დაახლოებით 14-15%-ში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობები, რომელიც აქტიურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ხოლო 5% გახლავთ კრიტიკული მდგომარეობები, რომლებიც უკვე რეანიმაციულ დახმარებას საჭიროებენ. სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის. ეს დაადასტურა მინისტრმაც. ჩვენთან არის რეზერვი, როგორც საკარანტინო სივრცეების, ასევე შესაბამისი პროფილური საავადმყოფოების, სადაც ყველა საშუალება გახლავთ იმისთვის, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“




პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up