ამირან გამყრელიძე - ივლისში ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა შემოვა, რამდენიმე კვირაში დონაციის სახით პირველ პარტიებს მივიღებთ ამერიკიდანაც, დეფიციტი აღარ განმეორდება

ამირან გამყრელიძე - ივლისში ვაქცინების საკმაოდ დიდი რაოდენობა შემოვა, რამდენიმე კვირაში დონაციის სახით პირველ პარტიებს მივიღებთ ამერიკიდანაც, დეფიციტი აღარ განმეორდება

access_time2021-06-24 15:00:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე დადასტურებულია, რომ ივლისის პირველ კვირაში ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა რამდენიმე დასახელების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.


მისივე თქმით, ივლისში სერიოზულად უნდა გაიზარდოს აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი, რისთვისაც ქცეყანა სერიოზულად ემზადება.


„უკვე დადასტურებულა ინფორმაცია, რომ ივლისის პირველ კვირაში ალბათ ქვეყანაში თანდათან შემოვა საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, რამდენიმე დასახელება, მათ შორის 43 000 დოზაც, რომელიც ვერ შემოვიდა „კოვაქსის“ პლატფორმიდან. ივლისში ჩვენ უკვე სერიოზულად უნდა გავზარდოთ აცრების ყოველდღიური მაჩვენებელი, რისთვისაც როგორც იცით, ქვეყანა სერიოზულად ემზადება. იზრდება ბრიგადების რაოდენობა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კიდევ უნდა გაიზარდოს. უკვე პირველი დიდი ამცრელი სივრცე „ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრში გაიხსნა, რაც თანდათან უმატებს აცრების ინტენსივობას, ასევე დიდი სივრცეები იქნება დიდ ქალაქებში. ამდენად, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ივლის-აგვისტო-სექტემბერში აიცრას მოსახლეობის დიდი რაოდენობა, რისთვისაც ვადასტურებ, რომ მყარ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვაქცინების რაოდენობა იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო რამდენიმე კვირაში ამერიკიდან დონაციის სახით ვაქცინების მნიშვნელოვან რაოდენობას მიიღებს.


გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი აღარ შეიქმნება.


„გუშინ იყო სერიოზული დისტანციური შეხვედრა. იცით, რომ პრეზიდენტ ბაიდენის განცხადების შემდეგ მთელმა რიგმა ქვეყნებმა ამერიკიდან დახმარება უნდა მიიღონ, მათ შორის მიიღებს საქართველო. ვაქცინების დოზების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მაქვს, თუმცა არ დავასახელებ, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამაზე დაიწყო მოლაპარაკება და სულ რამდენიმე კვირაში უკვე საქართველო ალბათ ამ დონაციის პირველ პარტიებს მიიღებს. ამიტომ ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ვაქცინების დეფიციტი, ის მწარე გამოცდილება, რაც ქვეყანაში შეგვექმნა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში, აღარ უნდა განმეორდეს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up