ამირან გამყრელიძე - იმის გამო, რომ რეკომენდაციები არ იქნა დაცული, ბოლნისის სოფლებში მივიღეთ ეს შედეგი, რაც მაგალითი უნდა იყოს

ამირან გამყრელიძე - იმის გამო, რომ რეკომენდაციები არ იქნა დაცული, ბოლნისის სოფლებში მივიღეთ ეს შედეგი, რაც მაგალითი უნდა იყოს

access_time2020-05-22 13:21:57

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს რამდენიმე მიზეზი აქვს.

 

მისი თქმით, მათ შორის რეკომენდაციების არასათანადო დაცვა ერთ-ერთია.

 

„ერთი მიზეზი არ არის მხოლოდ, ბევრი მიზეზია. იქ მოხდა ეპიდაფეთქება, როდესაც რამდენიმე პირი დაინფიცირდა ერთი ადამიანისგან ერთდროულად; შემდგომ სწორედ იმის გამო, რომ ბევრი რეკომენდაცია არ განხორციელდა – სოციალური დისტანცირების, ერთმანეთში არ სიარულის, დიდი ოჯახებით არ შეკრების და ა.შ, იგივე სოფლიდან სოფელში არ სიარულის, როცა ჩაიკეტა, ბილიკებით მაინც ხდებოდა ეს, ამიტომაც გავრცელდა ამ ორ სოფელში ინფექცია. როგორც გითხარით ერთ სოფელში, დამყოლობას ვუწიდებთ ექიმები ამას, საკმაოდ კარგი იყო, გამოკვლევებზე ადვილად დავითანხმეთ. რა უნდა გააკეთო ამ დროს, ყველა ინფიცირებული უნდა გამოავლინო, მათი იზოლირება მოახდინო, უმკურნალო, ხოლო დანარჩენი, უნდა იყვნენ იზოლირებული ორი საინკუბაციო პერიოდი, რათა დაიცვან წესები და ერთმანეთს აღარ გადასდონ, თუ ვინმე იქნა კონტაქტირებული. ეს არის მთელი ანა-ბანა ამ ღონისძიებების. იმის გამო, რომ აღნიშნული არ იქნა დაცული, ის რეკომენდაციები, რაც ეძლეოდათ, მივიღეთ ეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 


მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი უნდა იყოს მაგალითი, რადგან შეიძლება სხვაგანაც განმეორდეს.

 

„რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს სამაგალითო, რადგან მსგავსი შეიძლება, ჩვენ გაგვიმეორდეს სხვაგანაც. ხაზს ვუსვამ, კიდევ ერთხელ, ჩვენ დღეს დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან შეიძლება, ვიღაც ადამიანი ისევ შემოვიდეს, იგივე ჩვენი თანამემამულე,უარს ხომ ვერ ვეტყვით თანამემამულეებს დაბრუნებაზე რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ ევროპიდან და ა.შ. 20 ათასზე მეტი ადამიანია დღეს გადმოყვანილი ორგანიზებულად. უზარმაზარი საქმე გააკეთა ქვეყანამ, როდესაც 20 ათასზე მეტი ადამიანი ორგანიზებულად დააბრუნა, მაგრამ ისინი კარანტინში იყვნენ, უმრავლესობამ წესები დაიცვა. ბოლო ერთი თვე მე-13 და მე-14 დღეს კარანტინიდან გასულ ყველა ადამიანს ჩვენ PCR ტესტირებას ვუკეთებთ, რომ არ გაგვეპაროს იქიდან ინფექცია. რაღაცის ალბათობა ყოველთვის არსებობს, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

წყარო: პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up