ამირან გამყრელიძე - გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის ვითარება რომ არ მივიღოთ მესამე ტალღის პერიოდშიც, აუცილებელია იმ რეგულაციების მკაცრად დაცვა, რაც ამჟამად მოქმედებს ქვეყანაში

ამირან გამყრელიძე - გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის ვითარება რომ არ მივიღოთ მესამე ტალღის პერიოდშიც, აუცილებელია იმ რეგულაციების მკაცრად დაცვა, რაც ამჟამად მოქმედებს ქვეყანაში

access_time2021-04-15 22:00:00

გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის ვითარება რომ არ მივიღოთ მესამე ტალღის პერიოდშიც, აუცილებელია ყველა იმ რეგულაციის მკაცრად დაცვა, რაც ამჟამად მოქმედებს ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გორში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მთლიანად, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 5% შიდა ქართლზე მოდის.


„გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც საქართველოში პანდემია მძვინვარებს, მთლიანად, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფიცირების 292 244 შემთხვევიდან, შიდა ქართლში ინფიცირება დაუდასტურდა 15 639 ადამიანს, ეს წარმოადგენს ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 5%-ს. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ინფიცირებული - 41% არის თბილისში, 15% - მოდის იმერეთზე, 15% - აჭარაზე, შემდეგ არის სამეგრელო-ზემო სვანეთი 8%, ქვემო ქართლი - 6%, კახეთი - 5%, შიდა ქართლი - 5%, სამცხე-ჯავახეთი - 2%, მცხეთა-მთიანეთი - 2%, გურია - 2%, რაჭა-ლეჩხუმი - 1%.


ინფიცირების შემთხვევათა ბოლო დღეების მაჩვენებელი და ეს ზოგადი ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იძაბება უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო თებერვალ-მარტში. ჩვენ საკმაოდ სტაბილური ვითარება გვქონდა შარშან გაზაფხულიდან სექტემბრამდე. სექტემბრის 10 რიცხვამდე, მთელ ქვეყანაში 1500-მდე ინფიცირების და გარდაცვალების 19 შემთხვევა გვქონდა. სექტემბრის 15-დან დაიწყო თანდათან მატება, განსაკუთრებით კი, ეს მატება აღინიშნა უკვე ოქტომბერში და მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე იყო ნოემბერ-დეკემბერი. იგივე ვითარება რომ არ მივიღოთ მესამე ტალღის პერიოდშიც, აუცილებელია ყველა იმ რეგულაციის მკაცრად დაცვა, რაც ამჟამად მოქმედებს ქვეყანაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი დილიდან გორში იმყოფება, სადაც სამედიცინო სექტორში არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივი ხელიუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. გამყრელიძის განცხადებით, რეგიონში ვითარება სტაბილურია და კოვიდის სამართავად სრული მობილიზებაა.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up