ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია საკმაოდ გართულებულია - სადაც 5 ადამიანზე მეტი იკრიბება, აუცილებელია პირბადის ტარება

ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია საკმაოდ გართულებულია - სადაც 5 ადამიანზე მეტი იკრიბება, აუცილებელია პირბადის ტარება

access_time2021-07-25 14:40:25

ეპიდსიტუაცია საკმაოდ გართულებულია - დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ნოემბერს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია რეგულაციების დაცვა და მასობრივი ვაქცინაცია.

" ყველა ინდიკატორში სამწუხაროდ გაუარესება გვაქვს - ინცინდენტობის მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი. თუ არ გავითავისეთ, რომ ეპიდსიტუაციას შეაკავებს მხოლოდ მასობრივი აცრები და რეკომენდაციების და რეგულაციების დაცვა , ისე არაფერი არ გამოვა. უნდა დავიცვათ რეგულაციები, ვატაროთ პირბადე ყველგან, დახურულ სივრცეებში ყველგან და ღია სივრცეში იქ, სადაც იკრიბება 5-ზე მეტი ადამიანი, ასევე ყველანაირ დიდ შეკრებებს თავი უნდა ავარიდოთ, იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, კონცერტი თუ სხვა - ამაზე უარი უნდა ვთქვათ დროებით, ან სადაც იქნება ეს შეკრება, განსაკუთრებით თუ ეს არის სემინარები, კონფერენციები და ა.შ. ადამიანები უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილი და ისე არ უნდა დაიშვან ან უნდა იყვნენ PCR ტესტით უარყოფითი, ან სწრაფი ტესტით 24 საათში უარყოფითი. რეგულაციები უნდა დავიცვათ თუ გვინდა, რომ ეპიდსიტუაცია უფრო არ გაუარესდეს იმიტომ, რომ დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ნოემბერს.

ამ ეტაპზე საბჭოს რეკომენდაციაა, რომ გააქტიურდეს მაქსიმალურად აცრები. ახლა ქვეყანაში 4 ვაქცინაა ხელმისაწვდომი და ადამიანებმა უნდა იაქტიურონ - ჩაეწერონ და აიცრან და მეორეს მხრივ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რომელიც არსებობს. იქ, სადაც იკრიბება 5 ადამიანზე მეტი აუცილებელია პირბადის ტარება და ამასთან დაკავშირებით დაევალა საკოორდინაციო შტაბს, რომ ეს გადაწყვეტილება მოამზადოს", - განაცხადა გამყრელიძემ.


ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ფაიზერზე" რეგისტრაცია 153 ათასმა ადამიანმა გაიარა და ამ დროისთვის, 10 000 თავისუფალი ადგილია დარჩენილი, თუმცა ყველა რეგიონში.

"გუშინ სულ გამოტანილი იყო "ფაიზერის" 163 ათასი ჯავშნის ადგილი ქვეყნის მასშტაბით. დარეგისტრირდა 153 ათასი, ანუ ჯერ კიდევ არის 10 000 ადგილი ძირითადად რეგიონებში, თბილისში არ არის. ამ 153 ათასიდან 141 ათასი დარეგისტრირდა პირველ აცრაზე, ხოლო 12 ათასი დარეგისტრირებულია მეორე აცრაზე", - განაცხადა გამყრელიძემ.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up