ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია გლობალურად კვლავ დაძაბული რჩება, ერთადერთი, რაც დამამშვიდებელია, ვირუსის აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია

ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია გლობალურად კვლავ დაძაბული რჩება, ერთადერთი, რაც დამამშვიდებელია, ვირუსის აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია

access_time2020-09-16 21:30:12

ეპიდსიტუაცია გლობალურად კვლავ დაძაბული რჩება. ერთადერთი, რაც დამამშვიდებელია, ვირუსის ვირულენტობა, ანუ აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გლობალურად „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 7-დან 3,2 პროცენტამდე შემცირდა, შემთხვევების უმრავლესობა კი მსუბუქად მიმდინარეობს.

„კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, ეპიდსიტუაცია გლობალურად კვლავ დაძაბული რჩება. ჯერჯერობით მსოფლიოში ყოველდღიური ახალი შემთხვევების კლება არ არის. რიცხვი ყოველდღიურად აჭარბებს 250-270 ათასს და სამი დღის წინ გახლდათ პიკური, როდესაც 300 ათასს გადააჭარბა. მთლიანად, ინფიცირებულთა რაოდენობა 30 მილიონს მიუახლოვდა და სამწუხაროდ, კორონავირუსული ინფექციით და მისი გართულებებით დაახლოებით, 940 ათასამდე ადამიანი უკვე დაიღუპა.

დაძაბულია სიტუაცია ჩვენს რეგიონში. მხედველობაში მაქვს ევროპის რეგიონი, ასევე, ჩვენი მეზობლები, ოთხივე, ვისთანაც საზღვარი გვაქვს. სერიოზულად იზრდება ინფიცირების შემთხვევები უკრაინაში, ცენტრალურ აზიაში. კვლავ დაიძაბა სიტუაცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში – ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში. გარდა ამისა, ზრდა აღინიშნება გერმანიაში, ნორვეგიასა და კიდევ სხვა ქვეყნებში. ამიტომ, აქედან დასკვნა, რომ კორონავირუსული ინფექცია ჯერ უკან არ იხევს. პანდემია გრძელდება. ერთადერთი, რაც გახლავთ დამამშვიდებელი, არის ის, რომ ვირუსის ვირულენტობა, ანუ აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია. თუ გაზაფხულზე სიკვდილიანობის პროცენტი გლობალურად გვქონდა 7, დღეს არის 3,2 და შემთხვევების უმრავლესობა მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მსუბუქად. რაც შეეხება კრიტიკულ ავადმყოფებს, გლობალურად მათი რაოდენობა მხოლოდ ერთი პროცენტია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



1tv.ge





Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს
access_time2021-05-16 09:55:32
Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს: საათების მაქსიმალურად შემცირება და ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანა - კურიერების უსაფრთხოება და ანაზღაურების უფრო სამართლიანი სტრუქტურა Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ...

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი
access_time2021-05-16 10:00:44
„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ამ კუთხით მაინც მინდა აღვნიშნო, ის რომ ეს გამოწვეული იყო ცალკეული, რამოდენიმე, კომპანიების წარმატებით, რომელმაც ჯამურად კარგი სურათი მოგვცა, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი „არდისთვის“ გამოწვევებით სავსე და ფინანსურად რთული წელი იყო....


მსგავსი სიახლეები

up