ამირან გამყრელიძე - ჩვენთვის მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო, გვექნება შემთხვევების მატება, მაგრამ ვცდილობთ, არ იყოს ნახტომისებური მატება

ამირან გამყრელიძე - ჩვენთვის მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო, გვექნება შემთხვევების მატება, მაგრამ ვცდილობთ, არ იყოს ნახტომისებური მატება

access_time2020-03-29 23:03:28

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თანდათან გადავა ე.წ. კრიტიკულ ფაზაში, როდესაც შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.



როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში არ დაფიქსირდეს შემთხვევათა ნახტომისებური მატება.



„გლობალურად სიტუაცია კვლავ და კვლავ უარესდება. მოგეხსენებათ, ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთი, სადაც დაიწყო ეს ეპიდაფეთქება, უკვე აღარ წარმოადგენს წამყვან ქვეყანას, არც ახალი შემთხვევის რიცხვით, არც ზოგადი ავადობით და არც სიკვდილიანობით. ანუ საერთო კუმულატიური რაოდენობით ჩინეთს ბევრად გადაუსწრო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იტალიამ. ჩინეთი უკვე მესამე ადგილზეა. ჩინეთს ძალიან მიუახლოვდა ესპანეთი, ასევე გერმანია, საფრანგეთი, ირანი. ზოგადად, ჩინეთს გარეთ შემთხვევათა რაოდენობა უკვე ძალიან დიდია, დღევანდელი მონაცემებით, თითქმის 700 000-მდე ავიდა ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი. აქედან, სამწუხაროდ, 30 000 არის გარდაცვალება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა, ასევე 143 000 ადამიანი გამოჯანმრთელებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



მისივე თქმით, საქართველოში 1886 ე.წ. შესაძლო შემთხვევა იქნა შესწავლილი, საიდანაც ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ 91 დადასტურდა.



„შესაძლო გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანები აუცილებლად იყვნენ ეჭვის ქვეშ, ბრჭყალებში, რომ შესაძლებელია იყვნენ ახალი კორონავირუსის მატარებლები და ამიტომ მოხდა მათი ტესტირება და იქიდან მხოლოდ დაახლოებით ხუთ პროცენტში, 4,7 პროცენტში დადასტურდა კორონავირუსული ინფექციის არსებობა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.




მისივე თქმით, საქართველოში დადასტურებულ შემთხვევათაგან უმრავლესობა არის იმპორტირებული.



„მაგრამ უკვე გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, სამი, სადაც, ვფიქრობთ, შესაძლებელია გვაქვს უკვე შიდა გავრცელების პროცესი. აქედან ორში, დიდი ალბათობით, ერთში ალბათ მაინც გავალთ წყაროზე. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევედით სხვა ფაზაში. ეპიდემიის შემთხვევათა რიცხვი, ყოველთვის ვამბობდით, რომ მოიმატებდა და ასეც არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



მისივე თქმით, საქართველოში პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა, ერთი თვის შემდეგ არსებული შემთხვევები კი მიუთითებს, რომ საქართველოში ამ დროისთვის გავრცელების განსაკუთრებულად გამორჩეული მაჩვენებელი არ ფიქსირდება.



„ამ რეგიონში ამ ეტაპისთვის, შედარებით, არ არის შემთხვევების დიდი რაოდენობა, მაგრამ უკვე ყველა ქვეყანაში, რომლის გამოცდილებასაც ჩვენ ვსწავლობთ, დადასტურების პირველი შემთხვევიდან მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კვირა ხდება გარკვეულად ძალიან საფრთხილო და საგანგაშო და უკვე როდესაც ფიქსირდება ქვეყანაში შიდა გავრცელების შემთხვევა, ეს არის უკვე განგაშის სიგნალი, ამიტომ გუშინაც განვაცხადე და დღესაც ვაცხადებ, რომ ჩვენთვის მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შემთხვევის მატება. შემთხვევების მატება რომ გვექნება, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ვცდილობთ, როგორმე არ იყოს ნახტომისებური მატება. ჩვენ გვაქვს დღეში ვთქვათ ხუთი, შვიდი, ათი შემთხვევა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა უძლებს, უვლის ამ ადამიანებს და საბედნიეროდ, ჯერჯერობით ადგილობრი ლეტალური შემთხვევა ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



მისი თქმით, მართალია, საქართველოში არიან კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე, ასევე ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფები, მაგრამ ასევე უკვე გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი და მომავალ სამ-ოთხ დღეში კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს საავადმყოფოს.



„მაგრამ ხაზს ვუსვამ, ჩვენ უკვე პრეკრიტიკულ, პრეკრიზისული ფაზაში ვართ, ეს ფაზა ალბათ, ვფიქრობ, ამ კვირის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება, იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ შემდგომ თანდათან უკვე გადავალთ ე.წ. კრიტიკულ ფაზაში, სადაც ყველამ ერთად, სახელმწიფომ, არასამთავრობო სექტორმა, საზოგადოებამ, კერძო სექტორმა, ერთობლივი ძალიან სწორი კოორდინირებული მუშაობით უნდა ვეცადოთ, რომ ამ პერიოდში არ გვქონდეს დიდი დანაკარგები და საგრძნობლად არ დაზარალდეს ქვეყანა როგორც ადამიანური რესურსით, ასევე ეკონომიურად. ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up