ამირან გამყრელიძე - ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას

ამირან გამყრელიძე - ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას

access_time2021-06-09 21:00:00

ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციის გართულების და ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება, -ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კითხვას, როგორი იქნება კორონავირუსის მეოთხე ტალღა და ხომ არ იყენებენ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს პოლიტიკური მოტივით. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, მის განცხადებებსა და ქმედებებში პოლიტიკის ელემენტი არ არის, კორონავიურისის მეოთხე ტალღა კი ევროპაში ზაფხულის ბოლოდან არის მოსალოდნელი.


„ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, მე რამდენჯერმე განვაცხადე და დღესაც ვადასტურებ, რომ ჩემს მოღვაწეობაში და განცხადებებში პოლიტიკის ელემენტი არ არის. ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, მე პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობას ვაყენებ, შემდეგ დანარჩენს. რაც შეეხება მეოთხე ტალღის ალბათობას, ვერავინ ვერ გამორიცხავს ამას. იმ ინსტიტუტის პროგნოზირებით, რომელსაც ვეყრდნობით, აღნიშნულია, რომ შესაძლებელია ევროპაში, მათ შორის საქართველოში აგვისტოს ბოლოს, შემოდგომის დასაწყისში იყოს მეთხე ტალღა“,-აღნიშნავს გამყრელიძე. მისივე თქმით, მეოთხე ტალღის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ეპიდვითარება იქნება ზაფხულში.


„ზაფხულში ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება, რა რაოდენობით მოსახლეობას ავცრით, როგორი მოცვა გვექნება. მეოთხე ტალღის, ზოგადად ეპიდვითარების გაუარესების ალბათობა გაცილებით მეტი იქნება, რაც უფრო ნაკლები ადამიანი იქნება აცრილი. ოფიციალურად ქვეყანაში 350 ათასი ადამიანია ინფიცირებული, ვისაც ლაბორატორიულად აქვს დადასტურებული, სხვადასხვა გათვლებით, ევროპაში შეფასებითი მაჩვენებლით 38% არის, ჩვენთან კი 33% ინფიცირებულია. დაახლოებით, მილიონამდე ადამიანს ქვეყანაში ასიმპტომურად, ან სიმპტომურად გადატანილი აქვს ინფექცია. აქედან გამომდინარე, ვისაც გადატანილი აქვს, უვითარდება ბუნებრივი იმუნიტეტი. მესამე ტალღა ისეთი დამანგრეველი რომ არ გვქონდა, როგორც მეორე, ამის განმაპირობებელი იყო ის, რომ გარკვეულ რაოდენობას ჰქონდა იმუნიტეტი, მაგრამ ახლა, ბუნებრივთან ერთად, აცრით გამოწვეული იმუნიტეტი უნდა დავამატოთ. ჩვენ გვინდა ყოველთვიურად 600-700 ათასი ადამიანი აიცრას, მინიმუმ 500 ათასი, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, ეპიდსიტუაციის გართულების და ძლიერი მეოთხე ტალღის საშიშროება ნაკლები იქნება “,- აღნიშნავს გამყრელიძე.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up