ამირან გამყრელიძე - ჩემი პირადი გათვლებით, კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაახლოებით წელიწად-ნახევარში დაუბრუნდება

ამირან გამყრელიძე - ჩემი პირადი გათვლებით, კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაახლოებით წელიწად-ნახევარში დაუბრუნდება

access_time2021-01-27 00:00:00

ჩემი პირადი გათვლებითა და პროგნოზით, კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაახლოებით წელიწად-ნახევარში დაუბრუნდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, მიუხედავად ვაქცინაციისა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც მოუწევს მოსახლეობას ნიღბის გამოყენება, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა.


„ცხოვრების იმ ჩვეულ რიტმს, როდესაც ჩვენ ყველგან ვმოძრაობდით, არ გვეკეთა ნიღაბი და ვმოგზაურობდით, ჩემი პირადი გათვლები და პროგნოზი ასეთია, რომ კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება დაახლოებით წელიწად, წელიწად-ნახევარში. თუ წელს იმ სამიზნეებმა, რაც ვაქცინებთან დაკავშირებით არის დასახული, რომ ვაქცინების უზარმაზარი რაოდენობაა წარმოებული და სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ დაახლოებით 8 მილიარდი ვაქცინა არის შეკვეთილი ორჯერადი ვაქცინაციისთვის, ეს არის 4 მილიარდი ადამიანის აცრა, თუ ეს მოხდა და ამას მიაღწია, ამასთან ერთად, ჩვენ გარკვეული პერიოდი მაინც მოგვიწევს ნიღბის ხმარება, მიუხედავად სრული ვაქცინაციისა. ამასთან, დაგვჭირდება დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა. ამან ხომ სხვა რამეზეც იმოქმედა. ხომ ნახეთ, წელს გრიპი თითქმის არ არის. ამიტომ, დაახლოებით წელიწად, წელიწად-ნახევრის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




1tv.ge






Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი
access_time2021-02-26 20:00:16
ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს. მან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-26 21:00:20
 დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ...

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია "5 ელემენტი" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია
access_time2021-02-26 19:00:23
ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს...

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-26 18:16:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყოფს ხელს. შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ...

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის
access_time2021-02-26 17:10:15
ფერმერთა ასოციაცია ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამას ნაწილობრივ აკრიტიკებს. ნინო ზამბახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს. ზამბახიძე ეჭვობს, რომ გერმანიაში 3 თვით წასული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებისგან თავს შეიკავებენ.   „ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრები იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ....


მსგავსი სიახლეები

up