ამირან გამყრელიძე - ბოლო 4 დღეა ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც ძალიან ცუდია

ამირან გამყრელიძე - ბოლო 4 დღეა ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც ძალიან ცუდია

access_time2021-09-19 14:49:58

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპმა დაიკლო და ასევე შემცირდა პირბადის ტარების მაჩვენებელიც.



როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ ყოველდღიურად აცრების რაოდენობა არ გააქტიურდება და მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, ეს შესაძლოა, ეპიდსიტუაციის გაუარესების მიზეზი გახდეს.

„ყველა ინდიკატორი, რომლითაც ეპიდსიტუაცია ხასიათდება, ვგულისხმობ ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს 100 ათას მოსახლეზე, ბოლო 7-14 დღის დადებითობის მაჩვენებელს რეპროდუქციის ინდექსს, უკვე გამოჩნდა კლების ტენდენცია, მათ შორის ყველაზე მძიმე ინდიკატორის-სიკვდილიანობის თვალსაზრისით. ყველა ეს ეს ინდიკატორი ნელი ტემპით, მაგრამ სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო 4 დღეა ყოველდღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებს, რაც ძალიან ცუდია, რადგან სტაბილიზაციის დინამიკა გარკვეულწილად დამოკიდებული იყო აცრების შედარებით მაღალ მაჩვენებელთან, რაც აგვისტოში და სექტემბრის პირველ ნახევარში გვქონდა. გასაგებია, რომ კიდევ უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ საშუალოდ 23-24 ათასი დღიური აცრა გვქონდა. სამწუხაროდ, ბოლო 4 დღეა გამოჩნდა კლების დინამიკა და ასევე, პროგნოზულად როცა ვუყურებთ ჯავშნის პორტალზე მაჩვენებელს, სამწუხაროდ, აქაც კლების დინამიკაა გამოხატული, რაც კარგი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.



მისი განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში ასევე დაიკლო პირბადის ტარების მაჩვენებელმაც.




„შემცირებულია და ვერ იწევს მაღლა პირბადის ტარების მაჩვენებელი. გვქონდა 50%, მერე 47%, მერე 43%, მერე დავუბრუნდით 47%-ს და ახლა ისევ 43%-ზეა ჩამოსული ბოლო კვირაა, რაც ასევე ძალან ცუდია. მოგეხსენებათ, 50%-ზე დაბლა უკვე კრიტიკული მაჩვენებელია. თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ და ვერ გავზრდით პირბადის ტარების მაჩვენებელს, ასევე აცრების ყოველდღიურ მაჩვენებელს, შესაძლოა, ეპიდსიტუაცია კვლავ გაუარესდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.



მისი თქმით, ზამთრის მოახლოებამდე, აუცილებელია, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვაქცინირებული იყოს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.



„ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისიდან აქტიურდებიან სხვადასხვა რესპირაციული ვირუსები, იქნება ეს გრიპი, ადენოვირუსი, რინოვირუსი თუ სხვა, ეს მოსალოდნელია. ამიტომაც მოვუწოდებთ მოსახლეობას, ოქტომბრის ბოლომდე მაქსიმალურად აიცრან, რომ ამ ცივ პერიოდს უფრო მდგრადი საზოგადოებრივი იმუნიტეტით შევხვდეთ. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება აცრილი ცივ პერიოდამდე, შემდგომ ტალღებს, თუ იქნება, უფრო იოლად გადავიტანთ. ამიტომ, მთავარი მოწოდებაა, რომ წავიდნენ ადამიანები და აიცრან. აცრების დინამიკის ქვემოთ სვლა შესაძლოა, მომავალში ეპიდსიტუაციის გაუარესების ერთ-ერთი საწინდარი გახდეს “,-განაცხადა გამყრელიძემ.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up