ამირან გამყრელიძე - ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, ყველაზე დიდ თავყრილობებზე, ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და რაც მთავარია საკითხი მისი უსამართლობისა  განაწილების შესახებ

ამირან გამყრელიძე - ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში, ყველაზე დიდ თავყრილობებზე, ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და რაც მთავარია საკითხი მისი უსამართლობისა განაწილების შესახებ

access_time2021-02-24 18:00:00

დაახლოებით 130 ქვეყანაა, სადაც ჯერ არ დაწყებულა ვაქცინაცია , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 209 მლნ ადამიანი იყო აცრილი მთელ მსოფლიოში და ამ ტემპით, როგორი ტემპითაც დღეს მიმდინარეობს ვაქცინაცია მსოფლიოში, გათვლილია, რომ დასჭირდება 5 წელი, რათა მოცვა 75%-ზე ავიდეს და შეიქმნას ე.წ. კოლექტიური, ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რაც ძალიან ბევრია.

„ძალიან ძლიერი ქვეყნები, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, გეგმავს, რომ დაამთავროს ვაქცინაცია. ახლა 200 მლნ დოზა დამატებით შეისყიდა ბაიდენის ადმინისტრაციამ და ცდილობენ, რომ დაამთავრონ ის ივლისის ბოლოს.

ისრაელმა გამოაცხადა, რომ მარტის ბოლოს უნდა დაასრულოს მოსახლეობის იმუნიზაცია.

დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე მეტი, 2-ჯერადი დოზით, აცრილი ჰყავს პატარა ქვეყანას, გიბრალტარს 37%, შემდეგ მოდის ისრაელი 34 %-ით, მე-3 სეიშელი - 22%-ით, მე-4-ზეა სერბეთი - 7 %-ით, მე-5-ზე შტატები - 5.9%-ით და შემდეგ მოდის მალტა - 4,2%-ით.


რაც შეეხება აბსოლუტურ ციფრში, თუ ვის რამდენი ჰყავს აცრილი, ყველაზე მეტი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში - 64 მლნ, შემდეგ მოდის ჩინეთი - 40 მლნ, გაერთანებული სამეფო - 18 მლნ და შემდეგ ინდოეთმა გადმოინაცვლა - 11მლნ, შემდეგ არის ისრაელი, რომელსაც 100 მოსახლეზე ყველაზე მეტი ჰყავს აცრილი - 82 ადამიანი ერთი აცრით, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ საჭიროა 2 აცრა გარკვეული დროის გამოტოვებით, რათა მყარი იმუნიტეტი შეიქმნას", - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინა დღეს იქცა ძალიან ძლიერ იარაღად სხვადასხვა ქვეყნების ხელში.

„ძალიან დიდი უსამართლობაა, თუ თქვენ თვალს ადევნებდით ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ყველაზე დიდ თავყრილობებს, როგორიც იყო დიდი 7-იანის შეხვედრა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, იანვარში დავოსის ეკონომიკური ფორუმი და ა.შ. ყველგან ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და რაც მთავარია საკითხი მისი უსამართლობისა, მისი განაწილების შესახებ. დღეს, ვაქცინებით, რომელიც ამ ეტაპზე, 15 პროცენტია მთლიანი მოსახლეობის დარეზერვებული, ძირითადად იცრებიან და დიდი მოცვა აქვთ მდიდარ ქვეყნებს, როდესაც საშუალო და დაბალ განვითარებული ქვეყნებისთვის , სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო მექანიზმებით არ ხდება. ამიტომ იყო მოწოდება დიდი 7-იანის პირველი პირების, რომ მოხდეს ეს გადანაწილების მექანიზმი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up