ამირან გამყრელიძე - „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებსაც არ სჭირდებათ დაბალი ტემპერატურა, შეგვიძლია, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში

ამირან გამყრელიძე - „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებსაც არ სჭირდებათ დაბალი ტემპერატურა, შეგვიძლია, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში

access_time2020-12-16 15:10:00

დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, ასეევე ჩამოყალიბებულია საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია. ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრან პირველ რიგში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თავიდან შეფასდა, თუ როგორია ქვეყანაში ცივი ჯაჭვის სისტემა. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, შესაძლებელია სწრაფად დაინერგოს ქვეყანაში.

„იცით, სამმა ქვეყანაბ დაიწყო ვაქცინაცია ქვეყანაში, პირველმა ბრიტანეთმა, ასევე დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი დღის წინ და კანადამ. ალბათ, მალე დაიწყებს გერმანია და რამდენიმე დიდი ქვეყანა, სადაც თავად ამ ქვეყნებში ხდება ვაქცინების წარმოება. ჯერჯერობით ვაქცინაცია მხოლოდ ერთი ვაქცინით დაიწყო. დასავლეთი მაქვს მხედველობაში, რადგან ვაქცინაცია დაწყებულია ასევე რუსული წარმოების ვაქცინით რუსეთში და ჩინური წარმოების ვაქცინით ჩინეთში.

დასავლური წარმოების ვაქცინით, „ფაიზერით“ დაწყებულია დასახელებულ სამ ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ცივი ჯაჭვი, მინუს 70-80-გრადუსიანი. ჩვენთან, დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, ასეევე ჩამოყალიბებულია საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია. ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრან პირველ რიგში. ასევე შეიმუშავა ეგრეთ წოდებული, სერვისების მიწოდების კრიტერიუმები, ასევე ხელმეორედ შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა, რა გვაქვს. ჩვენ გვაქვს კარგად გამართული ორიდან რვა გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა. არაფრის დამატება არ გვჭირდება და თავისუფლად შეგვიძლია, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში. ასევე, არის ამისთვის შესაბამისად მომზადებული შტაფი, რომელიც მოგეხსენებათ, რუტინულ ვაქცინაციას აწარმოებს. რაც შეეხება „მოდერნას“ ვაქცინას, რომელიც არის მინუს 20 გრადუსზე, ასევე მინუს 20 გრადუსზე ჩვენი მუნიციპალიტეტების დონემდე გვაქვს სამაცივრე მოწყობილობები მინუს 20-გრადუსიანი, სადაც შეგვიძლია, თავისუფლად „მოდერნას დანერგვა“.


რაც შეეხება ცივ ჯაჭვს „ფაიზერთან“ დაკავშირებით, სადაც მინუს 70-80 გრადუსი გჭირდება, ასეთი 40-მდე მაცივარი გვაქვს ქვეყანაში, შესყიდვის პროცესშია კიდევ რამდენიმე მაცივარი და ჩვენ ამ სისტემების გამართვაც შეგვეძლება, თუ „ფაიზერის“ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი დიდ ქალაქებში და შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინის იმპლემნენტაცია. შესაბამისად, ამ ორ ვაქცინაზე საჭირო იქნება ადამიანების დამატებით გადამზადება.

ასევე, ქვეყანაში სერიოზულად ფუქნქციონირებს იმუნიზაციის მოდული, რადგან ყველა ვაქცინირებული ადამიანი შეყვანილი უნდა იქნას ელექტრონულად, ერთიანი კამპანიური წესით. როდესაც ერთ და ორ თვეში დაახლოებით 200-300 ადამიანი უნდა აცრა, ამას კამპანია დასჭირდება და არ იქნება ისეთი, როგორიც რუტინული ვაქცინაციის დროს. მაგრამ ამისთვის ეს ჯგუფი სერიოზულად მუშაობს. ალბათ ამ წლის ბოლოს ეგრეთ წოდებული, ვაქცინაციის დანერგვის გეგმის პრეზენტაცია იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up