ამირან გამყრელიძე - აშშ-მა გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ერთ დღეს დაუშვა, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება და გადაწყვეტილებას შევაჯერებთ

ამირან გამყრელიძე - აშშ-მა გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ერთ დღეს დაუშვა, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება და გადაწყვეტილებას შევაჯერებთ

access_time2021-09-16 13:00:00

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაუშვა, რომ ერთ დღეს შეიძლება გრიპის და კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, ჯანმოს რეკომენდაცია მალე დაიდება და შეჯერდება ყველაფერი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.



როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანა გრიპის ვაქცინას უახლოეს პერიოდში მიიღებს, სამეცნიერო ჯგუფი კი მსჯელობს, რა ფორმით, კერძოდ, რა ინტერვალში მოხდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ადმინისტრირება.



“ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაუშვა, რომ ერთ დღეს შეიძლება გრიპის და კოვიდის ვაქცინის გაკეთება, ასევე რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა და გერმანიამაც დაუშვა ორივე ვაქცინის ერთ დღეს გაკეთება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ შეუცვლია რეკომენდაცია 14-დღიან ინტერვალთან დაკავშირებით. გრიპის სეზონი ევროპაში უკვე იწყება, ისინი ამბობენ, რომ მალე გამოაქვეყნებენ რეკომენდაციებს, შეიძლება, ორივე ვაქცინა ერთ დღეს ადმინისტრირდეს, თუ უფრო მოკლე შუალედით.




მოგეხსენებათ, დაიწყო ერთ-ერთი დიდი ამერიკული კომპანიის, „ნოვოვაქსის“ დიდი კლინიკური კვლევის ბოლო ფაზა, რომელიც გრიპის ვაქცინის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია მსოფლიოში. მათ აქვთ ახალი კოვიდის ვაქცინა, სხვა პრინციპზე დამყარებული, მათ ერთ ინექციაში გააკეთეს გრიპის და კოვიდის ვაქცინა, ახლა მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, სავარაუდოდ, მომავალ გაზაფხულზე საბოლოო შედეგს დადებს.



სამეცნიერო ჯგუფს ეს საკითხი თავის გეგმაში აქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შიდა მსჯელობები გვაქვს, რომ რეკომენდაციები დაიდოს, რადგან ქვეყანა გრიპის ვაქცინის გარკვეულ პირველ დოზას მალე მიიღებს და ჩამოყალიბებული რომ ვიყოთ. ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერში ვიზიარებთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. მათ უკვე დადეს რეკომენდაცია, ალბათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია რამდენიმე დღეში დაიდება, შეჯერდება ეს ყველაფერი და ჩვენი ეროვნული რეკომენდაციაც იქნება“,- აღნიშნავს გამყრელიძე.


IPN.GE






რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up