ამირან გამყრელიძე - არ გვაქვს დამშვიდების საფუძველი, ირგვლივ მდგომარეობა ისეთია, რომ ყოველწუთს შეიძლება გამწვავდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება

ამირან გამყრელიძე - არ გვაქვს დამშვიდების საფუძველი, ირგვლივ მდგომარეობა ისეთია, რომ ყოველწუთს შეიძლება გამწვავდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება

access_time2020-05-22 14:00:05

ჩვენ არ გვაქვს დამშვიდების საფუძველი, ირგვლივ მდგომარეობა ისეთია, რომ ყოველწუთს შეიძლება გამწვავდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყნებში შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, გლობალურად სიტუაცია არასახარბიელოა.

 

„2013 ქვეყანაში არის დაფიქსირებული ინფექცია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს შემდეგ უკვე ე.წ რენკიგნი რასაც ჰქვია, შეიცვალა. მეორე თუ იყო გარკვეული პერიოდი იტალია, შემდეგ ბრიტანეთი და ა.შ. ახლა მეორე ადგილზე გადაინაცვლა რუსეთმა, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა გავრცელების თვალსაზრისით, რადგან ჩვენი უშუალო ჩრდილოელი მეზობელია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ მესამე ადგილზე გადავიდა ბრაზილია, სამხრეთ ნახევარსფერო, სადაც უკვე აცივების პერიოდი, ანუ ზამთრის პერიოდი იწყება, ეს სწორედ ინდიკატორია, რომ ჩვენ გარკვეულწილად უნდა ვემზადოთ აცივების პერიოდისთვის. ჩინეთი, საიდანაც დაიწყო ეს პანდემია, დღეს მეცამეტე ადგილზეა. ბევრმა ქვეყანამ, გავრცელების, სიკვდილიანობის მაჩვენებლით გადაასწრო, ერთადერთი ზოგადად გლობალურად დამაიმედებელია ის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო ერთ თვის განმავლობაშ, სადღაც 7 პროცენტზე ადიოდა გლობალურად, ჩამოსულია 6,4%-ზე და არის ტენდენცია შემცირების, ანუ ჯანდაცვის სისტემები უფრო მომზადებულია და მეტი ადამიანის გადარჩენა ხერხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 


მისივე თქმით, გადარჩენისა და გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გლობალურად დღეს არის სადღაც 38%, რაც შეეხება საქართველოს, ეს პროცენტი არის 68, რაც პოზიტიური ინდიკატორია.

 

„ძალიან საყურადღებოა ჩვენი სამეზობლო. ოთხივე ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ საზღვარი გვაქვს მხედველობაში გვაქვს, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი, ყველგან სიტუაცია არასახარბიელოა. შედარებით უფრო დაწყნარების ტენდენცია გამოჩნდა თურქეთში, მაგრამ სამწუხაროდ ზრდა არის სერიოზული რუსეთში. ის თავის გავრცელებით მეორეა მსოფლიოში, ასევე სომხეთში და ასევე აზერბაიჯანში. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს დამშვიდების საფუძველი. ირგვლივ მდგომარეობა ისეთია, რომ ყოველწუთს შეიძლება გამწვავდეს, თუ ჩვენ სწრაფად გადავგდამთ ნაბიჯებს იგივე რომელიმე ქვეყანასთან საზღვრის გახსნის და ა.შ. სწრაფად შეიძლება მივიღოთ ეპიდაფეთქება., ეს არის ხაზგასასმელი, რომ ჩვენ ძალიან სკულპუოზურად უნდა ვაკვირდებოდეთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებს, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ჩვენ ეკონომიკური ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. მაგალითად  ბელარუსი, სადაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტია ინფექცია. უკრაინაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მოლდოვაში, ყველგან სიტუაცია გაცილებით უფრო რთულია“, – განაცხდა ამირან გამყრელიძე.

 

პირველი არხი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up