ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო მუშაკები აიცრებიან

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო მუშაკები აიცრებიან

access_time2020-11-24 14:40:02

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დამტკიცდება და ხელმისაწვდომი გახდება, თუ ვინ აიცრება პირველ რიგში.


გამყრელიძის თქმით, ყველაზე მეტად რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან სამედიცინო მუშაკები, შემდეგ უკვე ხანდაზმულები და ადამიანები, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ.


„ყველა თანხმდება, რომ პირველი ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი არიან ჩემი კოლეგები, ანუ პირველ რიგში ალბათ ყველგან აიცრება სამედიცინო პერსონალი, იგივე აშშ-ის იწყებს აცრას სამედიცინო პერსონალით, რადგან ყველაზე მოწყვლადი ვართ ჩვენ, ექიმები და მათ შორის სამედიცინო პერსონალი. იცით, რომ ჩვენ იგივე გრიპის ვაქცინაში ერთ-ერთ მთავარ რისკ ჯგუფად გვიდევს სამედიცინო პერსონალი და ბოლო მონაცემებით, სადღაც 30 000-მდე იყო აცრილი ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით სამაედიცინო პერსონალიდან.


შემდეგ მეორე რისკ ჯგუფი იქნება ხანდაზმულები და სადაც არის სხვა თანმხლები დაავადებები, როგორიცაა ფილტვის ქრონიკული დავადებები, დიაბეტი, გულ-სისხლძაღღვთა სისტემის ავადმყოფობები, ანუ ეს ჯგუფები და დანარჩენი იქნება განხილული, როგორც არის მოხუცთა სახლები, თავშესაფრები და ა.შ. მაგრამ პირველ რიგში ყველა ქვეყანა მიმართავს სამედიცინო მუშაკების აცრას“, – განაცხადა გამყრელიძემ.



მისივე თქმით, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დაამტკიცებს და დასტურს მისცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.


„ჩვენ გაერთიანებული ვართ ე.წ. კოვაქს პლატფორმაში, რომელიც მუშაობს გავის ალიანსის ბაზაზე. გავის ალიანსი ვაქცინების გლობალური ალიანსია, რომელიც შექმნილია ამ საუკუნის დასაწყისში და ჩვენ მასთან 2001 წლიდან ვთანამშრომლობთ. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, ეს პლატფორმა შეისყიდის რამდენიმე ვაქცინას, რომელიც იქნება დამტკიცებული სამი ძლიერი მარეგულირებლის მიერ. ანუ, ეს იქნება „ოქსფორდის“, „ფაიზერის“, ან „მოდერნას“ ვაქცინა“, – განაცხადა გამყრელიძემ.


გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ვაქცინებზე ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა მომავალი წლის გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up