ამიერკავკასიაში პირველი ელექტროავტობუსები ბათუმში გამოჩნდება

ამიერკავკასიაში პირველი ელექტროავტობუსები ბათუმში გამოჩნდება

person access_time2016-10-12 17:00:43

ბათუმის მერია ელექტროავტობუსების შემოყვანის მიზნით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებისთვის ემზადება. როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტის" ხელმძღვანელი პაატა დუმბაძემ რადიო "კომერსანტს" განუცხადა მიმდინარეობს ტექნიკურო დოკუმენტაციის დამუშავება, ფინანსთა სამინისტროსგან არის უკვე თანხმობა ავტობუსების შეძენაზე და დოკუმენტაციის დამუშავების შემდეგ გამოცხადდება საერთშორისო ტენდერი.



პაატა დუმბაძე კონკრეტულ ვადებზე ვერ საუბრობს თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ ტენდერი მომავალი წლის დასაწყისში უნდა გამოცხადდეს ავტობუსების შემოყვანა კი 2017 წლის განმავლობაში მოხდება. დუმბაძის განცხადებითვე, გეგმაშია 10 ელექტროავტობუსის და 20 ევრო- 5 დიზელზე მომუშავე ავტობუსის შემოყვანა.



„ სატენდერო შეთავაზევიდან გამომდინარე შესაძლოა რაოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს. გამოცხადდება ორი საერთაშორისო ტენდერი ერთი ევრო - 5 დიზელზე მომუშავე ავტობუსების მეორე კი ელექტროავტობუსების შესაძენად" აცხადებს დუმბაძე. მისივე თქმით, ბათუმში სულ 140 ავტობუსი მოძრაობს, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ კი სავარაუდოა, რომ მოხდება 1 ან 2 ახალი ხაზის დამატება და სატრანსპორტო სქემის ოპტიმიზაცია. „ბათუმის ავტოტრანსპორტის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბათუმში სოციალურად ორიენტირებული ტარიფები მოქმედებს, რომელთა გადახედვა დღის წესრიგში არაა. ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 თეთრია.




ელექტროავტობუსების შესაძენად დაფინანსეაბს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს. ერთი ელექტროავტობუსის სავარაუდო ღირებულება 250 ათას დოლარს აღწევს.

ბათუმი პირველი ქალაქი იქნება ამიერკავკასიაში, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებენ.


 



იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა
access_time2020-05-29 10:50:08
საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს გადაარჩენს და განვითარების საშუალებას მისცემს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე ბათუმში, როგორ შეცვალა ბიზნესის რეალობა შავიზღვისპირეთში კოვიდ 19-მა და რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო და დეველოპერული...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

Biletebi.ge-მ ექიმთან ჩაწერის პლაფტორმა შექმნა

Biletebi.ge-მ  ექიმთან ჩაწერის პლაფტორმა  შექმნა
access_time2020-05-29 11:30:29
Biletebi.ge-მ ახალი ონლაინ-პლატფორმა Eqimtan.ge-შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩხიკვიშვილი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, ეს პლატფორმა პაციენტებს კლინიკებში ჩაწერისა და სატელეფონო კონსულტაციის მიღების საშუალებას მისცემს. „გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ღონისძიებების 100 პროცენტი გაუქმებულია, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა  საკმაოდ მარტივია - ძალიან მალე გავუშვებთ ახალ ვებ-პლატფორმას  - EQIMTAN.GE,...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...


მსგავსი სიახლეები

up