ამფითეატრი, რომლის რემონტშიც „ქართული ოცნების„ დეპუტატმა ბიუჯეტიდან ნახევარიმილიონი დახარჯა, ორ კვირაში დაინგრა

ამფითეატრი, რომლის რემონტშიც „ქართული ოცნების„ დეპუტატმა ბიუჯეტიდან ნახევარიმილიონი დახარჯა, ორ კვირაში დაინგრა

access_time2018-07-11 16:08:26


ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც დასაქმება, წყლის სიტემის კეთილმოწყობა და გზების რეაბილიტაცია, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ქართული ოცნების იმჟამინდელმა გამგებელმა და ამჟამინდელმა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა პრიორიტეტად ამფითეატრი მიიჩნია და მის შესარემონტებლად  ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარიც დახარჯა. დღეს კი შეიძლება ითქვას, რომ ეს ფული წყალში გადაყრილია.    კულტურული პროექტი აღარ ფუნქციონირებს და უბრალოდ ინგრევა.


მეტიც, კომერსანტის ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარით კობა ლურსმანაშვილმა რემონტი მუყაო-თაბაშირით განახორციელა. განახლებული შენობის ფანჯრებიც არ იღებოდა, სახურავიც არ შეცვლილა,  სკამები კი დასაჯდომად ვერ გამოიყენებოდა. შედეგად მოხდა ის, რომ გარემონტებიდან დაახლოებით ორ კვირაში ძლიერმა წვიმამ მთელი მუყაო-თაბაშირი წყალს გაატანა. 


კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გახლავთ ის, რომ რემონტის შემდეგ ამფითეატრში ჯამში ხმოლოდ ორი ღონისძიება გაიმართა. აქედან ერთი, ქორეოგრაფიული კონცერტი, მეორე კი პარტიული ღონისძიება.  ანუ კობა ლურსმანაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია  ამომრჩეველს ბიუჯეტის სახსრებით, საკუთარი სურვილით მოწყობილ სცენაზე ჩაუტარა.  



თავად კობა ლურსმანაშვილი აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ობიექტი კონკრეტულმა დაჯგუფებამ სპეციალურად გაანადგურა. 


  • რატომ დაიხარჯა 2016 წელს ნახევარი მილიონი ლარი (449.999 ათასი) ამფითეატრის შენობაში, თუ ის თავის ფუნქციას ვერ შეასრულებდა?
  • რატომ აღმოჩნდა  სოციალური პრობლემების ფონზე ხარგაულის მუნიციპალიტეტისთვის პრიორტეტული ამ ობიექტის გარემონტება?
  • რატომ დაიშალა ნახევარ მილიონად გარემონტებული შენობა ორ კვირაში?
  • და იყო თუ არა ობიექტის გარემონტება, კობა ლურსმანაშვილის წინასაარჩევნო პიარ-კამპანია?


„კომერსანტის“ კითხვებზე პასუხი ასეთია:

 

„2016 წლის ზაფხულში დავტოვე გამგებლის თანამდებობა და  კენჭს ვიყრიდი მაჟორიტარობაზე. ამფითეატრის რემონტიც თითქმის იმ დროს დასრულდა და რამდენიმე კულტურული ღონისძიებაც გავმართეთ. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩავები წინასაარჩევნო კამპანიაში,  კონკრეტულმა ჯგუფმა გამიზნულად (არსებობს დამადასტურებელი ფოტო-მასალაც) რამდენჯერმე დააზიანა ობიექტი.  აღნიშნულ საქმე დღესაც გამოძიების პროცესშია. არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო, თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ ალბათ იმ დაჯგუფების უკან დგას ვიღაც კონკრეტული სხვა ჯგუფი, რომელსაც ასე ვთქვათ, ჩემი დეპუტატობა არ უნდოდა. კიდევ ერთხელ, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. სხვანაირად ვერ ვხსნი, რატომ გადაწყვიტეს ახალგარემონტებული შენობის ასე დაზიანება. თავის დროზე ნამდვილად სოლიდური თანხა დაჯდა ობიექტის რემონტი, მაგრამ მაინც ვერ დავარქმევ ამ ფულს წყალში გადაყრილს, რადგან ჩვენ მივიღეთ ძალიან თანამედროვე და ლამაზი ობიექტი“,- განმარტავს ლურსმანაშვილი.


 


რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, მისი თქმით, ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი თავად აღარ არის და დღეს ამფითეატრი მერიის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ამ უკანასკნელმა უნდა იზრუნოს შენობის მოვლა-პატრონობაზეც.

 

„დღეს, ვინც აგებს ობიექტზე პასუხს, მას შეუძლია დაზიანებული გამოასწოროს და უპატრუნოს ამფითეატრს. ამ შემთხვევაში კი მე შენობის დაცულობაზე პასუხს ვეღარ ვაგებ. ზოგადად ჩემი გამგებლობის პერიოდში არაერთი წარმატებული კულტურული პროექტი განხორციელდა და მათ შორის არის ამფითეატრიც. სანამ გარემონტდებოდა, იქ არსებული მდგომარეობის გამო, წლების განმავლობაში არანაირი ღონისძიება არ ტარდებოდა. ამიტომ მის ირგვლივ  გავრცელებული ჭორები  სიცრუეა,- აღნიშნავს კობა ლურსმანიშვილი.  

 

„კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა ამფითეატრის დღევანდელ პასუხისმგებელ პირსაც, ადგილობრივი მერიის მუნიციპალიტეტს, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.  


ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ქეთევან ზუმბაძეს, რომელმაც სადავო ამფითეატრის შესახებ კობა ლურსმანაშვილისგან სრულიად განსხვავებული პასუხი გაგვცა:


ქეთევან ზუმბაძე: კობა ლურსმანაშვილი ტყუის, როცა ამბობს ამხელა ფული შენობის გარემონტებას მოვახმარეო. რეალურად, ადრე ეს იყო ღია ესტრადის ამფითეატრი, სადაც უამრავი ღონიძიება ტარდებოდა და ხალხს ძალიან უყვარდა, რადგან  ცენტრალურ პარკში მდებარეობს და სასიამოვნოა იქ ყოფნა. მთელი ნახევარი მილიონი ლარით კი ლურსმანაშვილმა ამოაშენა ობიექტი, ანუ ამფითეატრს აღარ ჰგავს შენობა. ამასთან, დახურა ღია ფასადი. ეს ყველაფერი კი გიბსო-კარდონით გააკეთა; არ იღებოდა არც მუყაოთი გაკეთებული ფანჯრები, ესტრადის კარი დასვეს გორგოლაჭიან რელსებზე, სკამები კი ისეთი მასალით განაახლეს, რომ ხალხი ვერ ჯდებოდა - დამუშავებული არ იყო. გარემონტებიდან ორ კვირაში უამინდობამ მთელი ეს მუყაო-თაბაშირი ჩამოშალა და დაზიანდა შენობაც. შედეგად, დღეს ობიექტი რკინის კონსტრუქციაშია ჩასმული და ადევს ბოქლომი. აი, ამაში დაიხარჯა ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი.


                                                             



მისივე თქმით, ობიექტის რემონტი იყო წინასაარჩევნო კამპანია და მეტი არაფერი. 


რემონტი იდეაში მაშინ გააკეთა და დაასრულა, როცა კენჭს იყრიდა, ანუ ეს დროებითი განახლება იყო მისი პიარ-კამპანია. მერე, იყარა კენჭი, აირჩიეს და რა ბედი ეწია ქახალდის ამფითეატრს აღარ აინტერესებს. მსგავსი პრობლემები ხარაგაულში არაერთია. დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები წლების განმავლობაში არ სრულდება. ასეთ დღეში ქალაქი არასდროს ყოფილა, განმარტავს ქეთევან ზუმბაძე.


  • აღდგება თუ არა ნახევარ მილიონად გარემონტებული ხარაგაულის ამფითეატრი?
  • აღდგენილ ობიექტზე ჩატარდება თუ არა კულტურული ღონისძიება თუ ისევ გაგრძელდება პარტიული შეხვედრები?
  • ორი წლის მერე საბოლოოდ გამოძიება დაადგენს თუ არა ვანდალური აქტების მიზეზებს და გამოავლენს თუ არა დამნაშავეებს?
  • და ბოლოს, ხარაგაულში მიმდინარე სოციალური პრობლემების ფონზე, ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი რატომ იხარჯება ღია ესტრადის მოწყობაში?


ამ კითხვეზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია. პასუხისგან თავს იკავებენ შესაბამისი უწყებებიც და პირებიც. ხარაგაულის მოსახლეობა კი კვლავ სიღარიბეს ებრძვის.



სალომე ლემონჯავა





ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია
access_time2018-11-14 19:00:00
იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს ეხმიანება და სრულად ეთანხმება დოკუმენტში ხაზგასმულ ყველა პრობლემასა თუ რეკომედანციას. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება და ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად არ პასუხობს. ქვეყანაში არსებული მწვავე მდგომარეობის ერთ-ერთ სათავეს კი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოში ხედავს. მეტიც, იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი...

ლაშა ქორიძე: საქართველო გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

ლაშა ქორიძე: საქართველო  გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა
access_time2018-11-14 18:00:04
 ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის სრულფასოვან მუშაობას, - ასეთია ვარლეი პარსონს/ადვიზიანის და არგუს მედია ლიმითედის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის პროდუქციაზე უწყვეტი მოთხოვნა იქნება. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე კომპანია „ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი” (SRPC) 3 მილიარდიანი...

ნავთობის ფასი 7%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი ვარდნა გასული 3 წლის განმავლობაში

ნავთობის ფასი 7%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი ვარდნა გასული 3 წლის განმავლობაში
access_time2018-11-14 15:46:18
ნავთობის ღირებულება 7%-ით, $55.69-მდე შემცირდა, რაც 2015 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა. ასევე ნიშანდობლივია, რომ 1983 წლის შემდეგ პირველად, როდესაც შავი ოქროს ფასი ზედიზედ 12 დღის განმავლობაში უფასურდება. ოქტომბრის დასაწყისში 1 ბარელი ნავთობის ფასმა $76-ს მიაღწია, რასაც ვარდნა მოჰყვა. ანალიტიკოსების შეფასებით, ვარდნის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მიზეზი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია, რომელიც 4 ნოემბრიდან...

საბანკო სექტორისთვის რეგულაციები 1-ელ იანვრამდე გადაიდო

 საბანკო სექტორისთვის რეგულაციები 1-ელ იანვრამდე გადაიდო
access_time2018-11-14 16:01:02
ახალი რეგულაციები, რომელიც კომერციული ბანკებისთვის ხვალიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადაიდო და მთლიანი საფინანსო სექტორისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ეროვნულ ბანკში აცხადებენ. შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან უნდა შესულიყო ძალაში, მხოლოდ საბანკო სექტორზე ვრცელდებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით კი, ისინი არასაბანკო ორგანიზაციების რეგულაციებთან ერთად, მომავალი წლის პირველი იანვრიდან...

ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება

ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება
access_time2018-11-14 15:00:00
ევროკავშირი აღიარებს საქართველოს შედეგებს დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლაში, რაც კორუფციის აღქმის ინდექსებში საქართველოსთვის კარგ რეიტინგს უზრუნველყოფს რეგიონალურ დონეზე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტში, რომელსაც დღეს ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე კენჭს უყრის. ამავდროულად ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება. დადებითად შეფასებულია...


მსგავსი სიახლეები

up