ამერიკულმა „ჩანდლერსმა“ რომელზეც აგრარული ბიზნესი დიდ იმედებს ამყარებდა, საქართველოში ვერ გაამართლა

ამერიკულმა „ჩანდლერსმა“ რომელზეც აგრარული ბიზნესი დიდ იმედებს ამყარებდა, საქართველოში ვერ გაამართლა

access_time2020-10-10 12:30:24

ნიგოზის კრეფის სეზონი საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყება. ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული პლანტაციების დიდი ნაწილი შედარებით ახალია, რადგანაც მათი უმეტესობა სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში, 2014 წლის შემდეგ გაშენდა.

 

ნიგოზის პლანტაციების მთლიანი ფართობი 2 808 ჰექტარს შეადგენს და თეორიულად ეს ნიშნავს, რომ მოსავალი 12 500 ტონა უნდა იყოს.

 

ქართველი მეთხილეები უპირატესობას ამერიკულ ჯიშ „ჩანდლერს“ ანიჭებენ, რომელიც მაღალი მოსავლიანობით გამოირჩევა. მნიშვნელოვან როლს ასევე თურქეთთან თანამშრომლობა ასრულებს, საიდანაც სათესლე მასალის იმპორტი ხდება.

 

რადგანაც ნიგოზს მომწიფებისთვის 5 წელი სჭირდება, ბევრი მეთხილე ამ წელს მოსავალს  ჯერ არ ელოდება.

 

ზოგადად კი 2020 წელს ცუდი მოსავალია ნავარაუდევი. პირველ რიგში ეს კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. 2019 წლის ნოემბერში ამინდის მკვეთრი ცვალებადობა დაფიქსირდა. დღისით +18-დან ღამე -3-მამდე, რამაც რამდენიმე მსხვილ მწარმოებელს მოსავლის ნაწილი დააკარგინა. ზოგიერთ მეურნეობაში კი ნარგავების 90% განადგურდა.

 


მეორე ფაქტორი, რომელიც ამერიკული ნიგოზის მოსავალს საქართველოში ამცირებს, არის ცოდნის დეფიციტი. მეთხილეები თვლიან, რომ 2020-2021 წლებში მოსავალი უარესი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ამის ერთ-ერთი მიზეზი ნიგოზის მოყვანის ტექნოლოგიის ცოდნის უკმარისობაა.

 

ზოგიერთმა მეთხილემ დაბალი ფასის გამო უხარისხო სათესლე მასალა იყიდა და საერთოდ ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო, ვინც ფული არ დაზოგა  - მიხვდა, რომ „ჩადნლერის“ რომლის მოვლაც ადვილი არაა  ამიტომ მსხვილი მეურნეობები კონსულტაციებს  ესპანელ, იტალიელ და თურქ აგრონომებთან გადიან.

 

სირთულეების მიუხედავად, რამდენიმე წლის შემდეგ საქართველო ნიგოზის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამ პროდუქტის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში. შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ფერმერები ექსპორტზე დაფიქრებასაც გეგმავენ.

 

პანდემიამ ნიგოზის წარმოებაზე დიდი გავლენა არ მოახდინა თუმცა, მოთხოვნის შემცირების საფრთხე ნამდვილად არსებობს - საქართველოში ამ პროდუქტის მთავარი მომხმარებელია სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, რომელიც პანდემიის გამო დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია.

 

სავარაუდოდ, 2020 წელს  შესასყიდი ფასი 1 კილო გარჩეულ ნიგოზზე 24-26, ხოლო ქერქიანზე - 8-9 ლარი იქნება.

 

არსებული პრობლემების მიუხედავად, პლანტაციების მფლობელები თვლიან, რომ ახლო მომავალში ნიგოზის მოყვანა მომგებიანი ბიზნესი გახდება, რადგანაც საქართველოში ამ პროდუქტის კულტივირებისთვის იდეალური კლიმატური პირობებია, ხოლო მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება.

 

east-fruit.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up