ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები სამუშაო ვიზების გაცემის შეჩერების გამო ტრამპს აკრიტიკებენ

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები სამუშაო ვიზების გაცემის შეჩერების გამო ტრამპს აკრიტიკებენ

access_time2020-06-23 17:00:40

წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის Amazon-ის, Uber-ის, Alphabet-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები საიმიგრაციო სამუშაო ვიზების გაცემის შეჩერების გამო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ. კომპანიების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ "ეს არის წარმოუდგენლად ცუდი პოლიტიკა“, რაც ამერიკის ეკონომიკური აღდგენის პროცესებს და მის კონკურენტუნარიანობას ხელს შეუშლის.


შეგახსენებთ, ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ცალკეული სახის ვიზების გაცემა, რომელიც უცხოელებს აშშ-ში ჩასვლის და მუშაობის უფლებას აძლევს, შეაჩერა. როგორც ტრამპის ადმინისტრაციაში განმარტეს, გადაწყვეტილება, რომელიც H-1B, H-2B, H-4, J-1, და L-1 ვიზებს ეხება, აუცილებელი იყო ამერიკელი დასაქმებულების დასაცავად იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ უმუშევრობის დონე რეკორდულ ნიშნულამდე მიიყვანა.


ტექნოლოგიური კომპანიები ძირითადად დაინტერესებული არიან H1-B ვიზების დაშვებით, რათა მაღალკვალიფიციური ინჟინრები და სხვა თანამშრომლები მოიზიდონ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მხოლოდ გასულ წელს, Google-მა და Amazon-მა ერთად H1-B ვიზით 9 000 ადამიანი მიიღეს. მთლიანად აშშ-ის მასშტაბით კი, ამ ვიზით წელიწადში 85 000 მაღალკვალიფიციური ადამიანი ჩადის სამუშაოდ.


"იმიგრაციას უდიდესი წვლილი აქვს ამერიკის ეკონომიკურ წარმატებაში, რაც ქვეყანას ტექნოლოგიებში გლობალურ ლიდერად აქცევს“, – აღნიშნა Alphabet-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სანდარ პიჩაიმ.


“ეს განცხადება ძირს უთხრის ამერიკის უდიდეს ეკონომიკურ აქტივს: მრავალფეროვნებას. ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის აქ რომ შემოუერთდეს ჩვენს სამუშაო ძალას, ისინი იხდიან გადასახადებს და დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს კონკურენტუნარიანობაში“, – განაცხადა Twitter-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯესიკა ჰერერა-ფლანიგანმა.



Box-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა აარონ ლევიმ კი აღნიშნა, რომ ტრამპის ბრძანება ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება აშშ-ის გარეთ და ეს ამერიკას კონკურენტუნარიანობას ხელს შეუშლის.


"მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისთვის ქვეყანაში შემოსვლის და ამერიკის ეკონომიკურ აღდგენაში წვლილის შეტანის პრევენცია ქვეყნის გლობალურ კონკურენტუნარიანობას რისკის წინაშე აყენებს. მაღალკვალიფიციური ადამიანების სავიზო პროგრამის ფასი ნათელია“, – განაცხადა Amazon-ის პრესსპიკერმა.


"პრეზიდენტი ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება იყენებს პანდემიას როგორც იმიგრაციის შეზღუდვის გამართლებას. სინამდვილეში, მაღალკვალიფიციური მუშახელის ამერიკაში არ შემოშვება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას კიდე უფრო გაართულებს“, – ამის შესახებ კი Facebook-ის პრესსპიკერმა NBC-ის განუცხადა.


ტრამპის გადაწყვეტილება 24 ივნისიდან შედის ძალაში, რომელიც წლის ბოლომდე იმოქმედებს. ეს გადაწყვეტილება არ ეხება იმ უცხოელ დასაქმებულებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან აშშ-ში, ან იმ უცხოელებს, რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული ვიზა, თუმცა, ჯერ არ ჩასულან აშშ-ში.


თავად ტრამპის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკელი მოქალაქეებისთვის 525 000 სამუშაო ადგილს დაზოგავს.


forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up