ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ  90 დღით  გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია

ამერიკული სანქციები Huawei-ს წინააღმდეგ 90 დღით გადაიდო - კომპანიის დამფუძნებლის თქმით, კონფლიქტი გარდაუვალია

access_time2019-05-21 17:30:24


აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ  ჩინური გიგანტის Huawei-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღება 90 დღით, 19 აგვისტომდე გადაავადა.


კერძოდ, უწყებამ  Huawei-ს დროებითი 90-დღიანი ლიცენზია მისცა, რომელიც კომპანიას აშშ-ში მის მიერ წარმოებული პროდუქციის მომსახურეობის და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების უფლებას  აძლევს


სამინისტროს ინფორმაციით ლიცენზია მოქმედებს 20 მაისიდან 19 აგვისტომდე.


აღსანიშნავია, რომ   შტატების ტერიტორიაზე ახალი გარიგებები აიკრძალა, დროებითი ლიცენზია კი ეხება უკვე არსებული კლიენტებისთვის ნორმალური მუშაობის საშუალების შენარჩუნებას.


ვაჭრობის სამინისტრო ასევე მზადაა დროებითი ლიცენზიები  გამოუყოს ამერიკულ კომპანიებს, რომლებსაც  საქმიანი კონტაქტები აქვთ Huawei-თან იმისთვის, რომ  გააგრძელონ მუშაობა შეფერხებების გარეშე.


პარალელურად ცნობილი გახდა, რომ  Huawei  ახალ საოპერაციო სისტემას  ქმნის, რომელიც შეცვლის Android-ს კომპანიის სმარტფონებზე.  საოპერაციო სისტემა Linux-ის საფუძველზე მუშავდება  და  ჰქვია Hongmeng.


ამავე დროს ჩინეთში, სოციალურ ქსელებში  მასობრივი კამპანია დაიწყო  Apple-ის პროდუქციის ბოიკოტირების მოწოდებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა - 2018 წლის დეკემბერში რამდენიმე ჩინურ კომპანიაში თანამშრომლებს დათხოვნის მუქარით აიძულებდნენ i-phone-ებზე უარის თქმას.


ამასთან ერთად დამსაქმებლები  თანამშრომლებს Huawei-ს შესაძენად სუბსიდიებს   სთავაზობენ



Huawei-ს დამფუძნებლის, რენ ჟენფეის თქმით, მისი კომპანია მზადაა აშშ-ის მხრიდან დაწესებულ სანქციებს დაუპირისპირდეს. მას მიაჩნია, რომ აშშ კომპანიის შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებს და კონფლიქტი გარდაუვალია:


აშშ-ის პოლიტიკოსების ამჟამინდელი პრაქტიკა აჩვენებს, რომ ჩვენს ძალას სათანადოდ ვერ აფასებენ. ჰუავეის 5G ტექნოლოგიას ზიანი არ მიადგება. ამ ტექნოლოგიის   ჰუავეის სხვები 2 და 3 წელიწადშიც ვერ დაეწევიან.მსოფლიო მწვერვალზე დგომისათვის  ჩვენ გავწირეთ საკუთარი თავები და ოჯახები. გავწირეთ ჩვენი იდეალებისთვის. . ამ იდეალის მისაღწევად, ადრე თუ გვიან აშშ-სთან კონფლიქტი მოხდება. თქვა მან ჩინურ მედიასთან საუბრისას.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კომპიუტერული ქსელის უცხოელი მოწინააღმდეგეებისაგან დასაცავად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.


მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უცხოური ტელეკომუნიკაციების ქსელების გამოყენებას უკრძალავს.


ბრძანებაში კონკრეტული კომპანიები არ არის ნახსენები, თუმცა მიაჩნიათ, რომ ის ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს შეეხება.


Huawei-ს ასევე აეკრძალა ამერიკული ფირმებისაგან ტექნოლოგიის შეძენა აშშ-ის მთავრობისაგან თანხმობის გარეშე.


აშშ-ის ფედერალურ უწყებებს Huawei-ს პროდუქტების გამოყენება  უკვე აკრძალული აქვთ . მსგავის ნაბიჯის გადადგმისაკენ ისინი   მოკავშირე ქვეყნებსაც მოუწოდებენ.


ამ ნაბიჯს Huawei-ში გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ, ჩინეთის მთავრობისაგან დამოუკიდებლად მოქმედებენ და აშშ-ში მათი აკრძალვა ქვეყნას საფრთხისაგან არ დაიცავს და მხოლოდ ტექნოლოგიურ ჩამორჩენას შეუწყობს ხელს. კომპანიის დირექტორმა თქვა, რომ მზად არის ქვეყნებთან შეთანხმებებს მოაწეროს ხელი იმის თაობაზე, რომ კომპანია უკანონო თვალთვალს არ განახორციელებს.


იმის შემდეგ რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინური კომპანია შავ სიაში შეიყვანა ,უსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებული საფრთხეების გამო, Google-მა Huawei-ის ანდროიდის ლიცენზია შეაჩერა..  



გუგლის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუშლის Huawei-ს მოწყობილობებს რათა ძირითადი პროგრამული აპლიკაციები  განაახლონ. ეს გავლენას მოახდენს ისეთ პოპულარულ აპლიკაციებზე, როგორიც, მაგალითად, youtube და გუგლის რუკაა.

  

გავრცელებული ინფორმაციით Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს Intel-მა და Qualcomm-მაც, რომლებიც ჩინურ კომპანიას მიკროპროცესორებს აწვდიდნენ. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს მათზე გავლენას არ მოახდენს, რადგან მიკროპროცესორების წარმოება ჩინეთშიც შეიძლება.


აღსაინშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში კანადაში Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მენგ უანჟოუ დააპატიმრეს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მას ირანისათვის დაწესებული სანქციების დარღვევაში და T-Mobile-ისაგან ტექნოლოგიების მოპარვაში დასდო ბრალი.



ამერიკელი კანონმდებლების თქმით კომპანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემცველია და შესაძლებელია, მათ ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა ჯაშუშობისათვის იყენებს.



კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარებიან, თუმცა ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა  უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე,  ტელეკომუნიკაციებისათვის Huawei-ს და ZTE-ს ტექნიკის გამოყენება უკვე აკრძალა



თეგები:
Huawei



მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up