ამერიკული რესტორნების ქსელი “დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერობას გეგმავს

ამერიკული რესტორნების ქსელი “დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერობას გეგმავს

access_time2018-10-11 15:02:00

ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“ ყავის ბაზრის ლიდერობას არა მხოლოდ საერთაშორისო არამედ ქართულ ბაზარზეც გეგმავს და რებრენდინგის განაცხადიდან მოკლე პერიოდშივე ერთგული მომხმარებლებისათვის ყავის ახალი პროდუქტის - ლატეს შოკოლადითა და ფორთოხლით შეთავაზებას ახდენს. „დანკინ დონატსმა“ საფირმო პროდუქტის - დონატის კომპანიის დასახელებიდან ამოღებისა და ყავის ბაზრებზე თავისი პოზიციების გამყარების მიზნების შესახებ განცხადება ახლახანს გააკეთა.  სახელწოდების ოფიციალური ცვლილება 2019 წლის იანვარში მოხდება. ქართულ ბაზარზე კი ამერიკული რესტორნების ქსელი ახალი სახელით  - „დანკინით“ სრულფასოვნად 2019 წლის ბოლომდე წარდგება.


„დანკინის“ ქართულ რესტორნებში დღესდღეობით უმაღლესი ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილია და დღეიდან, საქართველოში, „დანკინის“ ყველა რესტორანში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს იტალიურ ესპრესოზე დამზადებული - უგემრიელესი ლატე შოკოლადითა და ფორთოხლით. ახალი ყავის პროდუქტის მომხმარებელთა წასახალისებლად „დანკინში“ აქციაცაა - ყველა მომხმარებელი, რომელიც 5 - ჯერ შეიძენს ახალ ლატეს შოკოლადითა და ფორთოხლით, მე-6-ს მიიღებს საჩუქრად.


„ამერიკულმა რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ მიზნად დაისახა მეტი აქცენტი ყავაზე გააკეთოს. როდესაც ადამიანები სახელწოდება „დანკინ დონატს“ ხედავენ, ფიქრობენ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით დონატების რეალიზაციას ვახდენთ, არადა, რეალობა განსხვავებულია. „დანკინის“ გაყიდვების50% მოდის ყავაზე და ყავის პროდუქტებზე; 25% სენდვიჩენზე და 25% დონატებზე და ფრანგულ ფუნთუშეულზე. “დანკინის“ ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა, შესაბამისად ყავის მოყვარული მომხმარებელი ადვილად წყვეტს დილას, შუადღეს თუ საღამოს ყავა სად დააგემოვნოს. ციფრებიც მეტყველებს, რომ ბრენდი უპირველეს ყოვლისა ყავის ქსელია“, აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.



„დანკინი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 67 წელია msoflios 40 ქვეყანაში წარმატების ისტორიას ქმნის. “visol jgufma” „დანკინ დონატსის“ ქსელის განვიტარება საქართველოში 2015 წელს დაიწყო და  დღესდღეობით „დანკინი“ უკვე რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე საქართველოში „დანკინის“ 21 ბრენდირებული რესტორანია და კომპანია ახალ წლამდე კიდევ 3-ის გახსნას გეგმავს.


(R)








ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება
access_time2018-12-14 21:10:31
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის...

“ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული

 “ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული
access_time2018-12-14 19:00:20
ნოემბრის ბოლოს უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რუსული ბანკის „ВТБ“-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანია  „ВТБ Украина“ გაკოტრებულად გამოაცხადა.  ანაბრების დაზღვევის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უკვე დასრულდა გაკოტრებული ბანკის აქტივების და ვალდებულების გადაცემაზე  განაცხადების მიღება. ამჟამად ВТБ Украина-ს შეძენისთვის იბრძვის 3 უმსხვილესი უკრაინული ფინანსური ინსტიტუტი - წერს რუსული გამოცემა kommersant.ru „ფონდა უარი...

ს.ს მისო „კრისტალი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელია

ს.ს მისო „კრისტალი“  საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის  კონკურსის  ‘Meliora 2018’- ის  გრან პრის  მფლობელია
access_time2018-12-14 17:08:50
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელი ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა. კომპანიას ჯილდო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტები 13 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა. კონკურსში მონაწილეობას 91 კომპანია იღებდა, ფინალურ ეტაპზე კი 41 კომპანია მათ მიერ განხორციელებული 76 პროექტით გადავიდა....

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში
access_time2018-12-14 16:00:32
„არდი დაზღვევა“ ქსელის გაფართოებას გორში დაზღვევის სახლის გახსნით განაგრძობს. როგორც ცნობილია, GAZELLE FINANCE GEORGIA-მ სადაზღვევო კომპანია „არდიში” ინვესტიცია განახორციელა. სწორედ ამან დააჩქარა საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოების პროცესი. ქუთაისის სერვის ცენტრის განახლების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ გორში პირველი ფილიალი გახსნა. ამიერიდან, გორელები შეძლებენ მიიღონ სრული სადაზღვევო მომსახურება ერთ, კომფორტულ სივრცეში. „არდის“...

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში
access_time2018-12-14 14:30:00
სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის საწარმოები მრავლად არის წარმოდგენილი, მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური მდგომარეობა არ შეინიშნება. ბაზარზე 43 მსხვილი, 281 საშუალო და 6 620 მცირე ზომის აქტიური საწარმოა. თუმცა, მსხვილ საწარმოებში შრომის ანაზღაურება 2-ჯერ მეტია, ვიდრე მცირე საწარმოებში, როცა დასაქმებულთა 43% მცირე საწარმოებზე მოდის, — ასეთია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შეფასება მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე...


მსგავსი სიახლეები

up