„ამერიკული ნავთობის ფასის დაცემა ჩვენზე შემოსავლების კუთხით უარყოფითად მოქმედებს“

„ამერიკული ნავთობის ფასის დაცემა ჩვენზე შემოსავლების კუთხით უარყოფითად მოქმედებს“

access_time2020-04-22 19:30:15

ისტორიაში პირველად, ამერიკული ნავთობის ფასი ორშაბათის მონაცემებით, 0-ს ჩამოსცდა და უარყოფით ნიშნულზე იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის გამყიდველები პირიქით იმ მყიდველებს უხდიან, რომლებიც პროდუქციის შენახვას საკუთარ თავზე აიღებენ. საუბარია მაისის ბოლო დღეების ფიუჩერსებზე (კონტრაქტებზე), რადგან გუშინ შეძენილ პროდუქციას მყიდველები სწორედ ამ თარიღებში მიიღებენ.


„თიბისი ჯგუფის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ამბობს, რომ ამერიკული ნავთობის ფასის დაცემა ლარის კურსზე განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა შემოსავლების კუთხით ეს უარყოფითად მოქმედებს საქართველოზე, ჩვენი ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკურ პარტნიორებზე უარყოფითი ზეგავლენის გამო.


„ამერიკული ნავთობის ფასის დაცემა და მისი უარყოფითი მაჩვენებელი დროებითია, რადგანაც შემდეგი პერიოდის ფიუჩერსები არ არის ასე შემცირებული. თუმცა, რა თქმა უნდა შემოსავლების კუთხით ეს უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე, ჩვენი ნავთობზე დამოკიდებულ ეკონომიკური პარტნიორებზე უარყოფითი ზეგავლენის გამო, რაც ამ ეტაპზე უფრო მეტია ვიდრე დაბალი ნავთობის ფასიდან გამომდინარე ნაკლები იმპორტიდან მიღებული დადებითი ეფექტი. საბაზო სცენარით, 2020 წლის ბოლოსათვის ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასის დაახლოებით 40 დოლარამდე ზრდა გვაქვს გათვალისწინებული. ეს ფასი მნიშვნელოვნად ნაკლებია COVID-19-ის კრიზისამდე არსებულ, დაახლოებით 65 დოლარის ნიშნულზე, თუმცა ის ჩვენი ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკური პარტნიორებისთვის მაინც მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორი იქნება“, - განმარტავს ოთარ ნადარაია.



ოთარ ნადარაია ლარის კურსის გაუფასურების მოლოდინზეც საუბრობს და ამბობს, რომ ლარი დოლართან მიმართებაში შესაძლოა დაახლოებით 3.3-მდეც გაუფასურდეს, თუმცა წლის ბოლოსთვის 3.1-ს მიაღწევს.


„ამ პერიოდში ლარი შესაძლოა მცირედით გაუფასურდეს. თიბისი კაპიტალის მოდელის მიხედვით დაახლოებით 3.3-მდე აშშ დოლართან მიმართებაში. თუმცა, წლის ბოლოსთვის 3.1-ს ვფიქრობთ, ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ვალუტების გავლენა რა იქნება, რა იქნება ვალუტის შემოდინება-გადინების ბალანსი და ეროვნული ბანკის მიდგომა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს რეალობაში, ვალუტის მიწოდების შემცირებას აუცილებლად თან ახლავს ლარის მიწოდების შედარებით ნაკლები ოდენობა. სხვაგვარად მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება პრობლემურია. ზემოაღნიშნული სცენარით, 2020 წელს ინფლაცია დაახლოებით 5-6%-მდე იქნება და ლარის კიდევ უფრო მკვეთრი გაუფასურება თავისთავად ფასების ზრდაზე კიდევ უფრო მეტ ზეწოლას განაპირობებს. ასევე, ჩემი აზრით, მინიმუმ არაა გამორიცხული რომ საქართველოს რეალობაში გაუფასურება ეკონომიკის ზრდას არათუ არ ზრდის, არამედ ამცირებს კიდეც. ვალუტის მიწოდების კუთხით, გარდა უკვე პრაქტიკულად მობილიზებული საგარეო დახმარებებისა, ვფიქრობ რომ უკვე გაჟღერებული ე.წ. სავალუტო ჰეჯირების სქემა ძალზედ ეფექტიანი იქნება“, - ამბობს ოთარ ნადარაია.


ნინო თამაზაშვილი





მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up