"ამერიკული ნავთობი მინუს 40 დოლარად.. ასეთი რამ ისტორიულად უპრეცედენტოა" -ლევან სურგულაძე ნავთობის უარყოფით ფასზე

access_time2020-04-21 23:23:50

 საქართველოს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე ამერიკული ნავთობის ფასის უპრეცენტო ზრდასთან დაკავშირები სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:

"ამერიკული ნავთობი მინუს 40 დოლარად! რა ხდება, რა "სეილია" ასეთი?!

WTI (West Texas Intermediate) - მარკის ნედლი ნავთობის 1 ბარელის ფასი 20 აპრილის ვაჭრობისას, ერთ მომენტში მინუს (!) 40 დოლარს ჩამოცდა და სავაჭრო დღე მინუს 37.63 დოლარზე დაიხურა. ასეთი რამ ისტორიულად უპრეცედენტოა.

რას ნიშნავს უარყოფითი ფასი? მარტივად: გამყიდველი გიხდით თქვენ, მყიდველს 40 დოლარს, რომ მისი საქონელი შეიძინოთ - უფრო სწორად - "მოაშოროთ".

რა ხდებოდა?

მცირეოდენი საწყისი განმარტებები: ნავთობი, როგორც წესი, ივაჭრება შესაბამის ბირჟაზე, ჩვენს შემთხვევაში, ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX), ფიუჩერსების საშუალებით.


ფიუჩერსი არის ფინანსური ინსტრუმენტი, სტანდარტიზებული ფინანსური კონტრაქტი, რომელიც ივაჭრება ბირჟაზე. მყიდველი და გამყიდველი თანხმდებიან, რომ მომავალში, მკაცრად განსაზღვრულ თარიღზე, მყიდველი იყიდის, ხოლო გამყიდველი გაყიდის შეთანხმებული რაოდენობის საქონელს (ნავთობს), შეთანხმებულ ფასად. ორივე მხარეს აქვს შესაბამისი ვალდებულება. ეფექტურ ბაზრებზე შეთანხმებული ფასი შეირჩევა კონტრაქტის ვადის ამოწურვის დღეს არსებული საბაზრო ფასის მათემატიკური მოლოდინის შესაბამისად. ამიტომ, ფიუჩერსის საწყისი ფასი ნულის ტოლია ორივე მხარისთვის. მოეთხოვებათ მხოლოდ გარკვეული თანხის დეპოზიტი საბროკერო ანგარიშზე, ვალდებულებების უზრუნველყოფის საგარანტიოდ.

ვაჭრობაში მონაწილეობენ ნავთობის მყიდველები და გამყიდველები, ასევე ე.წ. "სპეკულიანტები", რომლებიც არ აპირებენ ნავთობის ფიზიკურად არც ყიდვას და არც გაყიდვას. ისინი, ფიუჩერსს, როგორც დერივატივს, იყენებენ რისკის გადაცემის (მოშორების) საშუალებად ან რისკის აღების საშუალებად მოგების მიღების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ფიუჩერსის ფასი სავაჭრო დღის განმავლობაში, როგორც წესი განსხვავებულია ნავთობის იმ მომენტის საბაზრო ფასისგან. რაც უფრო ვუახლოვდებით ფიუჩერსის კონტრაქტის ვადის ამოწურვის თარიღს, კონტრაქტის ფასი უახლოვდება და ბოლოს ტოლი ხდება ნავთობის საბაზრო ფასისა.

21 აპრილს ვადა გასდის ნავთობის 2020 წლის მაისის ფიუჩერსულ კონტრაქტებს (მაისში ნავთობის ჩაბარება).

მიმდინარე პანდემიის პირობებში, ბუნებრივია, მოთხოვნა ნავთობზე მკვეთრად შემცირებულია. ამერიკელი ნავთობმომპოვებლები ცდილობენ არ შეამცირონ ან/და არ დახურონ ჭაბურღილები, რამაც ისინი შეიძლება დააზიანონ. დაბალი ნავთობის მოხმარების პირობებში, ნავთობსაცავები პრაქტიკულად შევსებულია, ხოლო დარჩენილი საცავების რესურსი მნიშვნელოვნად გაძვირდა.

20 აპრილის სავაჭრო დღის განმავლობაში, პირველ რიგში "სპეკულიანტები" ცდილობდნენ სასწრაფო წესით გაეყიდათ მაისის ფიუჩერსული კონტრაქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, ისინი ვალდებულნი იქნებოდნენ შეეძინათ და ფიზიკურად მიეღოთ შესაბამისი ნავთობი, რომელიც მათ არ ესაჭიროებოდათ და შენახვაც პრობლემატური და ძვირი იქნებოდა. ამიტომ, ცდილობდნენ ნებისმიერ ფასად (მათ შორის "უარყოფით ფასად") "მოეშორებინათ" მათ ხელთ არსებული კონტრაქტები. რეალური მყიდველები ასევე ცდილობდნენ მოეშორებინათ მაისის კონტრაქტები და ("გადაეგორებინათ") შეესყიდათ ივნისის, ივლისის ან უფრო გვიანდელი კონტრაქტები იმ გათვლით, რომ იმ დროისთვის "პანდემიური ჩაკეტილობა" მოიხსნებოდა და გაჩნდებოდა მოთხოვნა ნავთობზე. იგივეს ცდილობდნენ "სპეკულიანტებიც".- წერს სურგულაძე Facebook-ის სტატუსში.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up