ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ინვესტორი გახდა

ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ინვესტორი გახდა

access_time2017-08-01 13:37:37

ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი გახდა. შესაბამისი ხელშეკრულება მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ხელშეკრულების გაფორმებამდე ამერიკული კომპანიის ვიცეპრეზიდენტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებთან ერთად საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს ეკონომიკური პარტნიორობა და საქართველოს საინვესტიციო გარემო განიხილეს.

 

ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა გავხსნათ საქართველოს საზღვაო კარიბჭე და მოვნიშნოთ ანაკლია მსოფლიო რუკაზე, გადავაქციოთ ის უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ ჰაბად, - განაცხადა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

 

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine ხუთ კონტინენტზე, 250-ზე მეტი სტრატეგიული ტერმინალის ოპერატორია და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

 

კონტი ჯგუფის“ შემდეგ SSA Marine მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცემა.





ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ამ დროისათვის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უკვე შეიმუშავა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმა და პორტის წინასწარი დიზაინი; განახორციელა 50-ზე მეტი სახმელეთო თუ საზღვაო ეკოლოგიური და საინჟინრო კვლევა სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებისთვის. დაწყებულია ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. პორტის პირველი ფაზა 2020-2021 წელს უნდა ამოქმედდეს.

 


ანაკლიის პორტი აშენდება რამდენიმე ეტაპად, მოიცავს 9 ფაზას და, საბოლოო ჯამში, მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონ ტონას მიაღწევს. პროექტი საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. პორტის პირველი ფაზის გახსნა და პირველი გემების მიღება 2020-2021 წლებში იგეგმება.
ანაკლიის პორტის მიმდებარედ იგეგმება ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაც. ქალაქი ანაკლია მოიაზრება როგორც მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული „მომავლის ქალაქი“.

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აერთიანებს, ერთი მხრივ, საქართველოში დაფუძნებულ „თიბისი ჰოლდინგს“ (TBC Holding LLC ), და მეორე მხრივ, „კონტი ინტერნეშენალს“ (Conti International LLC), რომელიც წარმოადგენს ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს. კონსორციუმის პარტნიორთა შორისაა წამყვანი საზღვაო-სამშენებლო კომპანია Van Oord-ი, რომელმაც ანაკლიაში წინასამშენებლო საზღვაო-საინჟინრო სამუშაოები განახორციელა. SSA Marine პორტის ტერმინალ-ოპერატორად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 2017 წლის ივნისში დაასახელა.

 

 

 



„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up